Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“ანტიპოდები Yes” ილიაუნის ადმინისტრაციის წინააღმდეგ

“ანტიპოდები Yes” ილიაუნის ადმინისტრაციის წინააღმდეგ
April 19
14:37 2015

ავტორი: სალომე აფციაური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელმა თვითმმართველობის კლუბმა – „ანტიპოდები Yes-მა“, გამოაქვეყნა აუდიო მასალა რითაც ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პიარის უფროსი ანა კვანჭილაშვილი ლობირებდნენ, მეორე კლუბს „ერთიან ძალას“ და მათთვის კანდიდატებს აგროვებდნენ. „ანტიპოდების“ ლიდერის, თორნიკე ჩიქოვანის თქმით, აუდიო მასალაში გიორგი ღვინჯილიას, – სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მითითებით, ლექტორის მიერ მოძიებული კანდიდატი, ურეკავს მას და ეუბნება, რომ მზადაა იყოს მაჟორიტარი.

“სტუდენტური ამბების” ჟურნალისტი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თორნიკე ჩიქოვანს ესაუბრა. კითხვაზე, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ადმინისტრაციის მიერ, “ერთიანი ძალისთვის” მოძიებული კანდიდატები, “ანტიპოდეს” ლიდერმა ასე უპასუხა:

“ჩვენ, ამ შემთხვევაში გვაქვს ეს ერთი კონკრეტული ფაქტი – აუდიო ჩანაწერი. არაა ეს საკმარისი? ეს ფაქტი კანონს და ავტონომიას არღვევს… გიორგი ღვინჯილიას უკან დგას ანა კვანჭილაშვილი, პიარის უფროსი. მათი დაინტერესება ისაა, რომ არ უნდათ ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც მათ არასწორ საქციელს გამოავლენს და პასუხს მოსთხოვს”.

“არასწორ საქციელში”, ჩიქოვანი უნივერისტეტის ადმინისტრაციის მიერ, სამი თვის წინ მიღებულ  გადაწყვეტილებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობით საბჭოში მხოლოდ იმ სტუდენტების დაშვებაა შესაძლებელი, რომელთა საშუალო ქულათა მაჩვენებელი 91-ია.

,,ეს ავტომატურად, ნიშნავს, რომ სტუდენტთა 95%-ს შეეზღუდება საბჭოში ყოფნის უფლება. რითაც ირღვევა სტუდენტთა უფლებები. თვითმმართველობამ, როცა დიპლომატიურად ვერ მოაგვარა ეს საკითხი, უნივერსიტეტს სასამართლოში გაუსაჩივრა. სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში შედგება… კიდევ არის უამრავი ფაქტი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და მოვუწოდებთ გამოსწორებისკენ“, – ამბობს თორნიკე.

თორნიკე საუბრობს ბარიერებზეც, რასაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უქმნიდა მათ ღონისძიებების ჩატარებისას, რაც გამოიხატებოდა აუდიტორიებისა და აპარატურის გამოყოფაში.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

,,ანტიპოდების“ საპასუხოდ, გიორგი ღვინჯილია , სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი კი,  ამბობს:

“ლობირებას და გადამისამართებას შორის არსებობს ძალიან დიდი განსხვავება. ლობირებაა, ვინმეს რომ უთხრა ეს და ეს გააკეთე, ამას შეუერთდი… მე, უბრალოდ, გადავამისამართე იმ ჯგუფთან, რათა თავად გაერკვიათ ერთმანეთთან ყველაფერი. სასაცილოცაა და სამწუხაროც, რომ ზოგიერთს არ ჰყოფნის განსჯის უნარი”.

რაც შეეხება, ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით შექმნილ ბარიერებს: – ,,კალენდარი რომ ნახოთ ღონისძიებების უმრავლესობა არის მათი. უბრალოდ გათვლა ჰქონდათ ისეთი, რომ ყველა აუდიტორია მათ დაეკავებინათ,რაც არ იქნებოდა სამართლიანი”, –  აცხადებს ღვინჯილია.

ხოლო, წარმომადგენლობით საბჭოსა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ, გიორგი ამბობს, რომ  ბოლომდე არ იცნობს ამ გადაწყვეტილების ყველა არგუმენტს, რადგან მაშინ ამ პოზიციაზე არ მუშაობდა:

,,რამდენად მართებულია ეს გადაწყვეტილება ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ეს სხვა საკითხია… ახლა, ისინი აყენებენ კონკრეტულ პრეტენზიას, რომ ადმინისტრაცია ერევა საარჩევნო პროცესში, რაც არის სინამდვილეში დიდი ტყუილი და მათ სჭირდებათ თავისთვის ქულების დასაწერად“, – აცხადებს ღვინჯილია.

“ანტიპოდები Yes”, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძისათვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაცია ბარიერს უქმნის როგორც თავისუფალ სტუდენტებს, ასევე, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ავტონომიას.

ჩვენ, დავუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პიარის უფროსს, – ანა კვანჭილაშვილს, რომელსაც “ანტიპოდები” მეორე საუნივერსიტეტო მოძრაობის, – “ერთიანი ძალისათვის” კანდიდატების შეგროვების ლობირებაში სდებენ ბრალს, მაგრამ მას, “სტუდენტური ამბების” კითხვებზე ჯერ არ უპასუხია.

 

837 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930