Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დაკრძალვა

დაკრძალვა
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 20
12:12 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

ადამიანის გარდაცვალება ( ყოველთვის)?!) მწუხარებასთანაა დაკავშირებული. ყველა ერისა თუ ხალხის ტრადიციასა და კულტურაში მეტნაკლები დოზით არსებობენ შესაბამისი ტრადიციები და წესჩვეულებები, რომლებიც მიცვალებულის პატივისცემას გამოხატავენ. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, უხვად მოიძებნება ,,ჭირის დღესთან“ დაკავშირებული წესჩვეულებები (ისე ხომ არაფერი არ ჰგავს ერთმანეთს, როგორც ქართული ტირილი და სიმღერა).

ამ დღესთან დაკავშირებით ბევრი, მართლაც, შესაბამისი და კარგი ტრადიცია არსებობს, თუმცა, ბევრი ისეთია, რომელიც ჩემში გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევს. ბევრს ავიწყდება რეალობა და ჰგონია, რომ დაკრძალვაზე კი არა ქორწილში იმყოფება და მუცლის ამოყორვის მერე სიმღერასაც წამოაყრანტალებს.

საპატიო წრეზე და ჭირისუფლის მისამძიმრების შემდეგ, მთავრდება ყველასთვის სევდა, ყველას ავიწყდება მიცვალებული და გარეთ გამოსულები თვალებს აცეცებენ , – იქნებ დიდი ხნის უნახავი ნაცნობ-ნათესავი ვნახოთ სადმეო. ვიღაცა ვიღაცას ნახავს, ვიღაცა გაიხუმრებს და ისე იცინიან, თითქოს რამე თვალწარმტაცი სანახაობა იხილეს… შიგადაშიგ, ისმის ფრაზები: – ,რამ მოკლა საწყალი“, ,,რა ხნის იყო“ , ,,ნეტაი მაგის ხნემდე მიმაღწევია და მერე აღარ მინდა სიცოცხლე (თუ ცოტა ხანდაზმულია მიცვალებული)“… ბევრია შემთხვევა, როცა, ჭირისუფალი მისულს მიატირებს, დაიწყება თავის გაგიჟება, მიაძახებენ მიცვალებულს: – ,,ადექი სტუმრები მოგივიდნენო; სად მიხვალ შე უსირცხვილოო; ერთი, კიდე გადმოგვხედეო; თუ წვიმაა – ამინდმაც გამოგიტირაო; ვალიკო ან შურა (პირობითად) მოვიდა და ასე რომ ნატრულობდი შეეგებეო” – და, ათასი ამისთანა.

მერე, ცოტა ,,დაწყნარდება“ ასეთი ჭირისუფალი და გააბამენ მიცვალებულის ირგვლივ ჩამომჯდარი ქალები მუსაიფს… მოიკითხავენ ერთმანეთს… სამაშვლო საქმეს, დღემდე ძერწავენ ცხედართან, აცნობენ ერთმანეთის შვილებს და შვილიშვილებს და ბევრი მინახავს შემთხვევა, ფხუკუნი დაუწყიათ კიდეც, სიცილს რომ ვერ იკავებენ… რა, სწორი თქვა ილიამ ოთარაანთ ქვრივში: – ,,ვინც მოკვდა, მხოლოდ საკუთარ თავს მოუკვდაო“… ისე, ჩვენთანაც იციან, გონიერმა ადამიანებმა ამის თქმა: – ,,იკითხოს იმან ვინც მოკვდა, თორე საფლავში არავინ მიყვება და დანატოვარსაც ეშველებაო“…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

საპატიო წრის მერე, აუცილებლად, სუფრაა… წესი ორნაირია:

სხდებიან გამოსვენებამდე და გამოსვენების მერე… გააჩნია, ოჯახი რომელს აირჩევს… ეს ტრადიცია ხომ ერის ,,სიამაყეა“ და ოჯახები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ,,მაგრად“ გაასვენებს მიცვალებულს და ვის უფრო კარგი ,,პურმარილი“ ექნება… ღვთის წყალობით, ნელ-ნელა დაიწყეს გასვენებებში მგალობლების მიყვანა, თორემ, მანამდე, დოლ-აკარდეონით აცილებდნენ და ესეც, მიცვალებულის აცეკვებასთან ერთად, დიდ პატივად ითვლებოდა.

თუ, წელიწადში, ოჯახიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ, მეორედ გარდაცვლილის გაყვანა კარებში არ შეიძლება, ფანჯრიდან უნდა გადასვან… ჰო, მიცვალებულის ,,გასაყოლებელი“ ხომ კიდე ერთი დიდი პროცესია: – მაკრატელიო, სარკეო, ერთი პირი ტანსაცმელი (ალბად გამოსაცვლელად) და ა.შ… დაკრძალვამდე თუა სუფრა, ადრე უხდებათ, საბედნიეროდ, წასვლა მოსულთ და ზოგი მიცვალებულის დაკრძალვასაც არ ელოდება, პირდაპირ სახლში მიეშურება. მთავარია, ჭირისუფალს დაენახვა, ჭამა და ფული ,,დაწერა“… ეს დაუწერელი და უსიკვდილოდ შესასრულებელი კანონია: იმან რამდენიც მოიტანა შენს ოჯახში გასვენებასა თუ ქორწილში, შენც იმდენი უნდა მიიტანო; თუ არა და, ,,ხო, მოგეჭრა თავი?! ვის რად უნდა, ცარიელი მისამძიმრება?!“.

თუკი, სუფრა, დაკრძალვის მერეა და მიცვალებულის გამოსვენება ცოტა დაგვიანდა, ხალხი აწრიალდება, მშიერი კუჭები აუწრიალდებათ და დაიწყებენ წუწუნს რატომ დაგვიანეს ამდენი, ჩვენ წასასვლელი ვართო და… როცა სუფრაზე დასხდებიან, აი, მაშინ, იწყება ნამდვილი ღრეობა… გასკდომამდე რომ ჭამენ, სვამენ, ცალყბად ამბობენ მიცვალებულთა მოგონებას… მერე ილეშებიან და, აქაო და, – ,,ოჯახი უნდა გავხსნათო“ ზოგიერთი სიმღერასაც იწყებს ან ჩხუბს… მერე, როცა სუფრიდან აიშლებიან, დიდი ხნის უნახავი ნათესავები ერთმანეთს მომავალ გასვენებამდე ან ქორწილამდე ემშვიდობებიან. უფრო მეტ სამაშვლო საქმეზეც ფიქრობენ და ასე, გრძელდება უსასრულოდ.

ისმის ფრაზები: – ,,კარგად გაასვენა“, ,,კაი პურ-მარილი იყო“, ,,ამასწინ გასვენებაში ვიყავი, იმის სუფრა ამასთან ვერ მოვა“ და ა.შ. შიგადაშიგ ქალები ვიღაცის ტანსაცმელზე ლაპარაკობენ: – ,,იმას რა ეცვა“ , ,,რა, კაი ქმარი უშოვნია“, ,,ის რას გავდა“…

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია… ადამიანის დაკრძალვის დღეს, თვითონ, გარდაცვლილი ადამიანი მეორე ხარისხოვანი ხდება და იმ წუთიდან აღარავის ახსოვს (გარდა მართლა გულშემატკივრისა), როდესაც ბოლო ბელტი დაეცემა სამარეს… ესეც, ჩვენი ქართული საამაყო სტუმართ და სუფრათ მოყვარეობა…

ჩვენ უნდა შევიცვალოთ… გადავაგდოთ ცუდი და შევითვისოთ კარგი… კმარა, სირცხვილი!!! ახლა გავიღვიძოთ…

1,746 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930