10 წიგნი, რომლებიც მათზე გადაღებული ფილმების გამოსვლამდე უნდა წაიკითხო

ლიტერატურული გვერდი

businessinsider.com  იმ წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც უნდა წავიკითხოთ მანამ სანამ მათზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებთ. სიაში არსებული წიგნების ეკრანიზაცია უკვე მიმდინარეობს და მათი პრემიერები სწორედ წელს არის დაგეგმილი. ცნობისთვის, რამდენიმე მათგანის პრემიერა სულ ცოტახნის წინ შედგა.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

1. ვერონიკა როთის „მეამბოხე“

insurgent-by-veronica-roth

პრემიერა: 20 მარტი
მართალია, ფილმის პრემიერა უკვე შედგა, თუმცა წიგნის წაკითხვა არასდროსაა გვიან. მით უმეტეს, თუ იგი ჯერ კიდევ არ გინახავთ. ეს ცნობილი ბესტსელერის მეორე ნაწილია, რომელშიც ტრისი და სხვა მეამბოხენი ერუდიტთა ფრაქციის ლიდერის ჯანინ მეთიუსისგან გარბიან. ტრისს უწევს ბრძოლა თავისი საყვარელი ადამიანების დასაცავად და ამავდროულად, თავისი სამყაროს წარსულისა და მომავლის შესახებ სიმართლის გამოსააშკარავებლად.
ფილმში შეილინ ვუდი, ქეით უინსლეთი, ტეო ჯეიმსი, ანსელ ელგორტი და მაილს ტელერი მონაწილეობენ.

2. ტომ რობ სმიტის „ბავშვი N44“

child-44-by-tom-rob-smith
პრემიერა: 17 აპრილი
ტრილოგიის პირველი ნაწილის ეკრანიზაციის სკანდალური პრემიერაც უკვე შედგა. მოქმედება საბჭოთა კავშირის პერიოდში იწყება. მის ეპიცენტრში ომის გმირი ოფიცერი ლეო დემიდოვია, რომელსაც სტალინის „რკინის მუშტისა“ და მისი დადგენილი კანონის სჯერა. თუმცა, როდესაც იგი ბავშვების სერიული მკვლელობების გამოძიებას დაიწყებს, ხელისუფლება მას მაშინვე შეაჩერებს და გადაასახლებს. მთავრობის სურვილის წინააღმდეგ, დემიდოვი და მისი ცოლი მკვლელის პოვნასა და სიმართლის ძიებას დაიწყებენ მათი „უტოპიური“ საზოგადოების მიღმა.
იდუმალ და ამაღელვებელ ფილმში ტომ ჰარდი, გარი ოლდმენი და ნაომი რეპისი მონაწილეობენ.

3. ტომას ჰარდის „გიჟი ბრბოსგან მოშორებით“

far-from-the-madding-crowd-by-thomas-hardy

პრემიერა: 1 მაისი
ახალგაზრდა, ლამაზი და თავნება ბათშება ევერდინი ერთდროულად სამ მამაკაცს მოხიბლავს: მწყემს გაბრიელ ოაკს, მარტოხელა მდიდარ უილიამ ბოლდვუდსა და სერჟანტ ფრანკ ტროის. ამ სასიყვარულო ოთხკუთხედს გულისტკივილი, ქაოსი და მკვლელობაც კი მოჰყვება.
ფილმში მონაწილეობენ: კერი მულიგანი, მაიკლ შინი, მატიას სქონარტესი და ტომ სტურიჯი.

4. ჯოჯიო მოისის „მე შენამდე“

me-before-you-by-jojo-moyes
პრემიერა: 21 აგვისტო
ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი უილ ტრეინორი თავგადასავლების მაძიებელი მოგზაურია, რომელსაც უბედური შემთხვევა ოთხივე კიდურის დამბლით ეტლს მიაჯაჭვავს. უილი იმედსა და არსებობის სურვილს კარგავს. თუმცა, მშობლები მისთვის მომვლელს დაიქირავებენ იმის იმედით, რომ მათ შვილს სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნდება.
ფილმში მთავარ როლებს „შიმშილის თამაშებისა“ და „სამეფო კარის თამაშის“ ვარსკვლავები სემ კლაფინი და ემილია კლარკი ასრულებენ.

5. „ევერესტი“ – დაფუძნებულია ჯონ კრაკაუერის წიგნზე „სუფთა ჰაერში“ 

everest-based-on-the-book-into-thin-air-by-jon-krakauer

პრემიერა: 18 სექტემბერი
ჟურნალისტი და მთამსვლელი ჯონ კრაკაუერი მოგვითხრობს საშინელ ქარიშხალზე, რომელმაც 1996 წლის მაისში მთა ევერესტზე 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გული უდიდესი მწუხარებით აავსო.
ფილმს ვარსკვლავური ქასთი ჰყავს: ჯეიკ ჯილენჰალი, კირა ნაიტლი, ჯოშ ბროლინი, ჯეისონ კლარკი, ჯონ ჰავკსი და სემ ვორთინგტონი.

6. დიკ ლეჰრისა და ჯერარდ ო’ნილის „შავი მასა“

black-mass-by-dick-lehr-and-gerald-oneill
პრემიერა: 18 სექტემბერი
1970-იანი წლების სამხრეთ ბოსტონი. FBI-ს აგენტი ჯონ კონოლი ბავშვობის მეგობრისა და ირლანდიელი განგსტერის უაიტ ბალგერის ნათლიის დახმარებით, იტალიური მაფიის დამარცხებას აპირებს. თუმცა, მოვლენებს დანაშაულთან, მკვლელობასა და FBI-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ინფორმატორულ სკანდალამდე მივყავართ.
ჯონი დეპის ცნობა უაიტ ბალგერის როლში თითქმის შეუძლებელია. მასთან ერთად ფილმში ბენედიქტ კამბერბიჩი, დაკოტა ჯონსონი და სიენა მილერი მონაწილეობენ.

7. ედუარდო საჩერის „საიდუმლო მათ თვალებში“

the-secret-in-their-eyes-by-eduardo-sacheri
პრემიერა: 23 ოქტომბერი
გადამდგარი გამომძიებელი ბენჯამინ ჩაპარო წლების წინანდელ მომხდარ სასტიკ შემთხვევას იხსენებს, რათა მის შესახებ წიგნი დაწეროს. მას ხელახლა ჩაითრევს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებისა და სასტიკი მკვლელობის დეტალები.
2009 წლის ოსკარის მფლობელი ფილმის რემეიქში ჩივეტელ ეჯიოფორი, ნიკოლ კიდმანი, დინ ნორისი და ჯულია რობერტსი მონაწილეობენ.

8. სუზან კოლინსის „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა – ნაწილი 2“

the-hunger-games-mockingjay-part-2-by-suzanne-collins
პრემიერა: 20 ნოემბერი
„შიმშილის თამაშების“ ბოლო ნაწილი: კეტნისი თავს მე-13 რაიონს აფარებს, რომელსაც პრეზიდენტი კოინი ხელმძღვანელობს. კეტნისი უკვე კაჭკაჭ-ჯაფარა გახდა – ამბოხების იმედის სიმბოლო და იგი რაიონების მხარდაჭერით პრეზიდენტ სნოუსა და კაპიტოლიუმის დამარცხებას აპირებს.
ტრილოგიის ფინალურ ნაწილში კვლავაც ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიემ ჰემსვორტი, ჯულიანა მური და ფილიპ სეიმორ ჰოფმანი მონაწილეობენ.

9. მაიკლ პანკის „მკვდრეთით აღმდგარი: ნოველა შურისძიებაზე“

the-revenant-a-novel-of-revenge-by-michael-punke

პრემიერა: 25 დეკემბერი
ჰიუ გლასს თავს უზარმაზარი დათვი დაესხმება და დაგლეჯს, რის შემდეგაც მას თავისი თანამგზავრი მიატოვებს. მიუხედავად სასიკვდილო ტრავმებისა, იგი მაინც მოახერხებს გადარჩენას და იმ ადამიანებზე შურის საძიებლად გაემართება, ვინც იგი გაძარცვა და სასიკვდილოდ გაიმეტა.
ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი ასრულებენ.

10. ჯილიან ფლინის „ბნელი ადგილები“

dark-places-by-gillian-flynn
პრემიერა: უცნობია
„გაუჩინარებული ქალის“ წარმატების შემდეგ, ავტორი ჯილიან ფლინის კიდევ ერთ რომანს „ბნელი ადგილები“ აქცევენ ფილმად.
ლიბი დეი 7 წლის იყო, როცა დედა და და მოუკლეს. მისი ჩვენებით, მკვლელი მისი ძმა იყო. 25 წლის შემდეგ კი, როდესაც იგი კვლავაც გაიხსენებს საბედისწერო ღამეს, თანდათან აღმოაჩენს სიმართლეს და ხვდება, რომ ნამდვილმა მკვლელმა შეიძლება, მისი მოკვლაც ცადოს.
ამ ფსიქოლოგიურ ტრილერში შარლიზ თერონი, ხლოი გრეის მორტესი, კრისტინა ჰენდრიქსი, ნიკოლას ჰაულტი და კორი სტოლი მონაწილეობენ.

წყარო: www.businessinsider.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები