But first, let me take a Selfie

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

რამდენიმე წუთი პატარა კვლევას დაუთმეთ და სოციალურ ქსელში საკუთარ, პირად, ფოტოებს გადაავლეთ თვალი. აღმოაჩენთ, რომ თქვენი ალბომები სავსეა სელფებით და თქვენც, ისევე როგორც ათასობით ადამიანს, „სელფომანია“ გჭირთ! თანამედროვეობამ უამრავი ახალი ტენდენციის შექმნა განაპირობა. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. “selfie-ა”. უმეტესობა თქვენგანმა ამ სიტყვის განმარტება სიტყვა სიტყვით იცის.

[spacer style=”1″ icon=”none”]

რა არის სელფი?

სელფი (ინგლ. Selfie, self – საკუთარი თავი) — ავტოპორტრეტული ფოტოსურათია, რომელსაც თავად იღებ შენთვის სასურველი ტექნიკური პროგრესით. ეს იქნება მობილური თუ ციფრული ფოტო აპარატი. სელფის მთავარი საერთო მაინც ისაა, რომ თითოეული ფოტო ერთმანეთს გავს, რადგან წინა კამერა მკვეთრად აფიქსირებს ობიექტს.

პირველი სელფი

დღეს XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, თუმცა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, კონკრეტულად კი 1839 წელს ფიქსირდება პირველი სელფი. რობერტ კურნელიუსი, ფოტოგრაფიის ამერიკელი პიონერი, ითვლება ავტოპორტრეტული ფოტოსურათების პირველ შემთხვევად. 

ცნობილი პიროვნებების სელფები

მსოფლიოს ვარსკვლავები და სელფები – ეს ცალკე თემაა. მრავალი ცნობილი პიროვნება სოციალურ მედიაში აქვეყნებს სელფებს მათთვის, ვინც მათ გვერდებს თვალს ადევნებს. პროვოკაციული ან სხვა მხრივ საინტერესო სელფები წარმოადგენენ პრესის მიერ განხილვის საგანს და შემდეგ უკვე მთელი მსოფლიოს განსჯის თემაც ხდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ უამრავ ფოტოს შორის, იაპონიის აეროკოსმოსური კვლევითი სააგენტოს ასტრონავტის, აკი ჰოშიდეს მიერ გადაღებული კოსმოსური სელფი მაინც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

 ფსიქოლოგები ამბობენ

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ 2014 წლის 31 მარტს, სელფი გამოცხადა როგორც გონებრივი აშლილობა, ხოლო სელფის მოყვარული ადამიანები – შეშლილებად. დაავადება კი ასე აღწერეს : აკვიატებული და დაუძლეველი სურვილი გადაუღო საკუთარ თავს ფოტო, განათავსო ის ინტერნეტში და ამ გზით შეივსო საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა, მიიღო უამრავი კოენტარი კომლმენტებით. მათვე გამოკვეთეს დაავადების 3 საფეხური:

  • ზღვრული სელფი: როდესაც იღებ დღეში 3 სელფშოტს, მაგრამ არ ანთავსებ მათ სოციალურ მედიაში;
  • მკვეთრი სელფი: როდესაც იღებ 3 სელშოტს და ათავსებ თითოეულ მათგანს სოც.მედიაში;
  • ქრონიკული სელფი: როდესაც გაქვს უკონტროლო სურვილი გადაიღო სელფი და აკეთებ ამას ყოველ საათში, ხოლო ფოტოებს პოსტავ მინიმუმ 6-ჯერ დღეში.

არ ვიცი, რამდენად ვართ დაავადებულნი ან გვაქვს თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ მაინც ნუ დაივიწყებთ მთავარს:

But first, let me take a Selfie ! 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები