საზაფხულო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ვარშავაში

სასარგებლო რჩევები

ვარშავის ეკონომიკის სკოლის ორგანიზებით, ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა აცხადებს სტუდენტთა მიღებას.

ორი კვირის განმავლობაში პროგრამაში მონაწილე სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს ეკონომიკასა და მენეჯმენტში, მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოპებში და შეხვდებიან პოლონეთის ეკონომიკასა და პოლიტიკაში მომუშავე ოფიციალურ პირებს.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა ასევე გულისხმობს კულტურულ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში.

სამუშაო ენა: ინგლისური

საზაფხულო უნივერსიტეტი განხორციელდება 30 ივნისიდან 11 ივლისამდე.

მონაწილეობის ღირებულება ფარავს საცხოვრებელს, სამჯერად კვებას(საუზმე, ლანჩი, სადილი) და სწავლას.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები