Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2015“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2015“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
April 29
16:08 2015

კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2015“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

კონკურსი ორ ნომინაციაში გაიმართა. პირველი ნომინაციის მიხედვით სტუდენტებს არსებული სოციალური საწარმოს განვითარებაზე მიმართული პროექტი უნდა შეედგინათ. მეორე ნომინაციაში მონაწილე სტუდენტთა გუნდებს კი სოციალური საწარმოს დაფუძნებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა შეერჩიათ და ერთობლივად შეემუშავებინათ ახალი საწარმოს ბიზნეს-პროექტი.

პირველ ნომინაციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს, მეორე ნომინაციაში კი ჟიურიმ გამარჯვებულად „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტები დაასახელა. მეორე ნომინაციაში გამარჯვებული გუნდის პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახალი სოციალური საწარმოს დაფუძნების პროექტს განახორციელებს.

 გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

გამარჯვებულ სტუდენტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სერტიფიკატები გადასცა. თბილისის მერმა გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა თბილისის მერიაში ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.

წლევანდელ კონკურსში თბილისის ოთხი უნივერსიტეტი – „კავკასიის უნივერსიტეტი“, „ქართული უნივერსიტეტი“, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” 2012 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში სტუდენტების აქტიური ჩართვაა. კონკურსის ორგანიზატორები არიან „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, კონკურსის მხარდამჭერია თბილისის მერია.

92 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930