საკუთარი სინდისის პირისპირ

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა ხუციშვილი

თსუ-ის სტუდენტი

ძნელია წერო იმის შესახებ, რაც გაწუხებს. საერთოდ, ადვილი არაფერია, მაგრამ კალმისათვის შესაფერი სიტყვის მოძებნას მაინც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა-მეთქი ვთქვი, მაგრამ განა ვინმეს უნდა ვუფრთხოდეთ?! არა, ჩვენი მთავარი მსაჯული სინდისია, საკუთარი სინდისი. ყველაზე მეტად მისი უნდა ეშინოდეს კაცს.

ეგ თუ შემოგიჩნდა სიცოცხლეს გაგიმწარებს, აი საერთოდ თუ მიგატოვა მაშინ, ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ-აბა უსინდისო კაცის ყოფას რა ჰქვია? სინდისი რომ მუდამ დამშვიდებული გქონდეს ან გიჟი უნდა იყო ან
ჩვილი ბავშვი, მე კი არცერთი არ ვარ ამათგან და ამიტომაც, როდესაც წერას ვიწყებ, ყოველთვის ვცდილობ მართალი ვიყო საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან.

ყველამ ვიცით, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს მოვატყუებთ, ეს ადამიანი სარკიდან შემოგვყურებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები