გაეროს დებატების კვირეულზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდული ორგანიზაციები

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია იწყებს პროექტს ,,გაეროს დებატების კვირეულს” 16-25 წლამდე ახალგაზრდებისათვის.

ორგანიზატორების თქმით, გაეროს დებატების კვრიეული თავისი აზრითა და იდეით უნიკალურია, რადგან მსგავსი ფორმატის პროექტი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. სწორედ მისი ფორმატი ხდის პროექტს საინტერესოს და დაძაბულს.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

“გაეროს დებატების კვირეული” მონაწილეებს აძლევს საშუალებას 6 დღის განმავლობაში მიიღონ როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ:

  • მოირგონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსების როლი.
  • იდეოლოგიური ბრძოლა,  ქვეყნის შიგნით არსებული ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიხედვით.
  • დებატების ძირითადი ფრომატის დაცვით სახელმწიფოთა ჭიდილი გლობალური საკითხების გადასაჭრელად.
  • გუნდური მუშაობა და თქვენი ძირითადი პრინციპების დაცვა.
  • გაიარონ ტრენინგები “პოლიტიკურ იდელოგიებში”, “დებატების კულტურასა” და “ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის ტექნიკა”.
  • შეხვდნენ და გაიცნონ პროექტში არსებული პოლიტიკური იდეოლოგიების წამყვან სპეციალისტებსა და ამ იდეოლოგიების მიმდევარ ქართველ პოლიტიკოსებს, ასევე დაესწრონ მათ მასტერკლასებს.
  • მიიღონ დიდი გამოცდილება, შეიძინოთ ახალი მეგობრები, გამოცადონ თავი როგორც კონკრეტული იდეოლოგიის მიმდევრამა და ლიდერმა.
  • მიიღონ ახალი გამოწვევები პროექტისაგან, შეიტანონ ცვლილება სერტიფიკატების კოლექციაში და წაიღონ მეტი პოზიტიური განწყობა.
  • წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე, სადაც მოუწევთ შემაჯამებელი იდეოლოგიური დებატი ჩემპიონატის მოსაგებად.

პროექტის ფორმატი:

მონაწილეები გადანაწილდებიან 6 კაბინეტში

  • ამერიკის კაბინეტი
  • რუსეთის კაბინეტი
  • ჩინეთის კაბინეტი
  • საფრანგეთის კაბინეტი
  • დიდი ბრიტანეთის კაბინეტი
  • გერმანიის კაბინეტი

თითოეულ კაბინეტში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის შესაბამისი პოლიტიკური პლატფორმები და იდეოლოგიები.

გარდა იდეოლოგიური დებატებისა პროექტის ფორმატი ითვალისწინებს წმინდა დებატებს მსოფლიოში არსებულ გლობალურ თემებზე.

✔️პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოტვირებულ ახალგაზრდებს რომლებიც მზად არიან შეხვდნენ ახალ გარემოს ახალი იდეებითა და ენერგიით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილბთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაშინ შეავსეთ აპლიაკაია მითითებულ ბმულებზე.

▶️ აპლიკაცია მოდებატის პოზიციაზე
(აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 მაისი)

▶️ აპლიკაცია ორგანიზატორის პოზიციაზე
(აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 7 მაისი)

▶️ სააპლიკაციო ფორმა ტრენერის პოზიციაზე
(აპლიკაციის შევსები ბოლო ვადაა 15 მაისი)

▶️პროექტში მონაწილეობის საფასურია 40 ლარი:

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, Coffee Break, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს:

❗️შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ დელეგატი საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.

❗️მონაწილეები აირჩევიან ორ ეტაპად, აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

❗️საბოლოოდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდში გადანაწილებული 72 მოდებატე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები