რატომ არ აქვთ თსუ-ის სტუდენტებს სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი მშობლიურ ენაზე

სტუდენტური პრობლემები

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ლიტერატურის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე წუხან.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ სწავლისთვის საჭირო სახელმძღვანელოების დიდი რაოდენობა ინგლისურ ან რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ნაწილი თარგმნილია, თუმცა უხარისხოდ და ცუდად.

Aris.ge-განათლებასთან საუბრისას თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ქეთი 11180205_10205666256169351_2099222371_nგვრიტიშვილი ამბობს, რომ სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის, რაც შესაბამისად, სტუდენტების ნაწილისთვის, ამ საგნის ათვისების პრობლემას ქმნის.

“წიგნებს, რომლებსაც ჩვენ ვსწავლობთ, მაგალითად  ჰეივუდის “შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში” ნათარგმნია, მაგრამ ცუდად. საგანში – „კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული“, სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი ინგლისურ ან რუსულ ენაზეა, რაც მისი სწავლის შესაძლებლობას უზღუდავს იმ სტუდენტებს, რომლებმაც ეს ენები სათანადოდ არ იციან. სტუდენტების ნაწილი თავად თარგმნის მასალებსაც, მათ შორის “პოლიტიკური ტერიტორიების” საგანაში. მოკლედ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა ამ მხრივ თსუ-ში. პირადად მე, მეტნაკლებად ვიცი ინგლისური ენა, თუმცა ვინც არ იცის ძალიან უჭირთ სწავლა, ასეთი კი ძალიან ბევრია”.11186189_10205666256129350_1689337521_n

სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობს თსუ-ის სტუდენტი ქრისტინე ღონღაზეც და ამბობს, რომ  ხშირად სტუდენტს უწევს არაქართულენოვანი მასალის გამოყენება. ეს საკითხი არ დადგებოდა, სტუდენტები უცხო ენებს სათანადოდ რომ ფლობდნენ, თუმცა ბევრმა ენა ისე არ იცის, უცხოენოვანი მასალის წაკითხვისთვის საკმარისი რომ იყოს.

სტუდენტების უკმაყოფილებას, რიგი ლიტერატურის ქართულ ენაზე არ არსებობასთან დაკავშირებით, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თეონა მატარაძე Aris.ge-განათლებასთან საუბრისას პასუხობს.

მისი თქმით, უნივერსიტეტი სახელმძღვანელობის თარგმნის მიზნით ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს და ყოველწლიურად, კონკრეტული მიმართულებებიდან თითო წიგნის თარგმნა ხდება. მათი ნაწილი ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი, ნაწილი კი ბეჭდური სახითაც გამოიცემა.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

“ჩვენი სამსახურის ფუნქციაა მივადევნოთ თვალი სრულად ითარგმნა თუ არა სახელმძღვანელო. მართალია, ვიცით, რომ არის ხარისხის პრობლემა, მაგრამ ხარისხის კონტროლი აქამდე არ ხორციელდებოდა. მიმდინარე წლიდან კი ამას შესაბამისი კოლეგიის წევრები მიადევნებენ თვალყურს. რაც შეეხება სათარგმნ ლიტერატურას, ამას მიმართულებები თავად არჩევენ. მიმდინარე წელს, მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტი და ამ თანხით მხოლოდ 3 წიგნის თარგმნა იქნება შესაძლებელი, მათ შორისაა, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებიდან ჰეივუდის “პოლიტიკური თეორიის მეოთხე გამოცემა”, – აღნიშნა თეონა მატარაძემ.

მატარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ინგლისური ენა საერთაშორისო ენაა და სახელმძღვანელობის დიდი ნაწილი ყველგან ამ ენაზეა, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნები არ უნდა ითარგმნოს.

 „ბაზისური მასალა მაინც  უნდა მიეწოდოთ სტუდენტებს ქართულ ენაზე, თუმცა აქ რესურსის საკითხიც გასათვალისწინებელია“,- აღნიშნავს ის.

თეონა მატარაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, წიგნების სათარგმნად 50 ათასი ლარია გამოყოფილი. გასულ წელს ეს თანხა 180 ათას ლარს შეადგენდა, საიდანაც 50 ათასი საუნივერსიტეტო პროექტებისთვის იყო გამოყოფილი, დანარჩენი კი თარგმანისთვის. ამ თანხით, გასულ წელს, უნივერსიტეტის ყველა მიმართულებიდან თითო წიგნის თარგმნა მოხერხდა და ასევე, ორი მეთოდოლოგიური ლიტერატურისაც.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები