სტუდენტური დებატები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

ახალგაზრდული ორგანიზაციები

“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” და “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის, 2015 წლის 11 მაისს, კვირეულის ფარგლებში, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში , 112-ე აუდიტორიაში, ჩატარდება დებატები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდას ევროკავშირის შესახებ და დებატების ხელოვნების პოპულარიზაციას.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს.

▲▼პროექტის ფარგლებში დაცული იქნება გენდერული ბალანსი! პროექტი ჩატარდება საერთაშორისო მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის #HeForShe ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო მოდებატეს, რომლებსაც ჯიური დააჯილდოვებს საინტერესო პრიზებით.

სააპლიკაციის ფორმა პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის:

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები