ქმარკომატი თელავიდან

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი


შესავლის მაგიერ: გულწრფელად მწამს, რომ შრომა ფასდება. უფრო სწორად, დაფასდება, ოღონდ მერე. სანამ ის „მერე მოვა“, იქამდე მიზნებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო, სისრულეში მოვიყვანო, ერთ კონად ვაქციო, ნაკლები ვიძინო და ბევრი ვიმუშაო. ყველა ადამიანს აქვს ერთი ისეთი ნატვრა, ზუსტად რომ იცის, არ აუხდება. მე ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება იწვევს საკუთარი თავისადმი უპატივცემულობას.


ლექციების და დამღლელი სამსახურის მერე თბილისიდან როგორმე უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, საგარეჯოში და ე.წ “მარშუტკების” გაჩერებას შევაფარე თავი ისანში. დიდი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, თელავის მიკრო ავტობუსი მოვიდა. მშვიდად ვკითხე მძღოლს: – საგარეჯომდე წამიყვანთ მეთქი? თბილისიდან საგარეჯომდე მგზავრობა 3 ლარი ღირს, ხოლო თბილისიდან – თელავამდე 10 ლარი (მძღოლი უსახელებდა თანხას მგზავრებს და გავიგონე).

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მეც, ვიფიქრე, იქნებ, არ უნდა, “მოკლე” მგზავრი მეთქი. მძღოლი შუა ხნის კაცი იყო. ამათვალიერა რამდენჯერმე, სანდომიანად გამიღიმა და მითხრა, დაჯექიო. დავჯექი. მის გვერდით ვიღაც ქალმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა სახე და ჩხუბი დაუწყო კაცს, საგარეჯომდე რომ მიგყავს ეს ბავშვი, 3 ლარზე მუშაობო? “მარშუტკიდან” ჩასვლა დავაპირე , თუმცა მძღოლმა გამაჩერა და მითხრა: შენს ადგილს დაუბრუნდიო.

მთელი გზა ეს ქალი არ გაჩერებულა: – 7 ლარად, იცი, რამდენ რამეს შევძლებ, შე უნიათოვო? – ამდენი მგზავრის გასაგონად ბღაოდა (ეს სიტყვა არ მიყვარს, სიტუაციამ მოიტანა).

არ ვიცი, ის ქალი ვინ იყო. სავარაუდოდ, ცოლი. რა უნდა მექნა, ყურსასმენები მოვიძიე და იმ ქალის მაგივრად მუსიკის მოსმენა დავიწყე. საგარეჯოში გავაჩერებინე და მძღოლს 10 ლარი მივაწოდე, ის თანხა რითაც ხვალ, დილის 8 საათზე ლექციებზე უნდა წავსულიყავი საგარეჯოდან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები