ტეხავს, ხალხო!

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი


ტეხავს, ხალხო…

ამხელა უნივერსიტეტი ვართ და ელემენტარული საქმისთვის ვერ მოგვიბამს თავი. როცა რამეს ვაშავებთ, ერთმანეთს ვაბრალებთ, იერარქიული სისტემით…

ამხელა ფაკულტეტი ვართ და მხოლოდ 91 გამორჩეული სტუდენტი გვყავს… ესეც ტეხავს ხალხო… ისიც, საკითხავია ამ 91-ში რამდენია, მართლა გამორჩეული… ბევრი ამ სიის გარეთ დარჩა, არადა სწორედ ისინი იმსახურებდნენ მანდ მოხვედრას…

ტეხავს, ხალხო…

მარტო ჩვენსას ვისწორებთ, მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობთ, მარტო “მე, მხოლოდ მე, ჩემთვის”… კვაჭი დაგემართათ, თუ რა ხდება?! :/

თანაგრძნობა სიაფანდურია, გულისტკივილი – აფერსიტული და სიამაყე – ყალბი…

ტეხავს, ხალხო…

ტეხავს, როცა ლექტორს ერთ ქულის მომატების გამო “უძვრები”… (750 ლარია, ეხუმრები?!)

ტეხავს, როცა ჯგუფელს “წირავ” ქულის გამო…

ტეხავს, როცა არ დადიხარ, აცდენ ლექციებს  და მაინც ერთანირი ქულებით გვყავს… იქნებ უფრო მეტიც.

ტეხავს, როცა კურსიდან კურსზე სხვისი წყალობით გადადიხარ…

ტეხავს, ხალხო…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

არა და, მართლა, კარგი ციფრია ეს 91… ისეთია, გინდა, რომ კიდევ გამოაკლო… “ზა ტო”, კონკურენცია იზრდება… “ზა ტო”, ვიღაცეებს უსწორდებათ…

“ზა ტო”, ვიღაცა ბევრს იტლიკინებს, შეწუხდება, დეკანს დაუჯდება და ივაზელინებს…

ერთ დღეში ფეისბუკზე სურათს აქვეყნებს…

ტეხავს, ხალხო…

აი, როგორ არ მევასებით, რომ იცოდეთ…

ფასიან ტრენინგებზე დადიხართ, მოდელირებებში დელეგატობთ, კონფერენციებში “პირველ” ადგილს იღებთ, კაი ბიჭობთ და რისთვის?

ფეისბუკზე სურათი რომ დადოთ…

არა და, ეს ხომ ერთ კვირაში ყველას დაავიწყდება…

ტეხავს, ხალხო…

ასეთი კრიტერიუმები ტეხავს, ასეთი საბჭო ტეხავს, ასეთი ლექტორები ტეხავს, ასეთი სტუდენტები ტეხავს…

სამეცნიერო დონემდე გვინდა ასვლა და პირიქით, უკან-უკან მივიწევთ… განაცხადის შეტანის წინა დღეს თუ გავიგებთ შეცვლილი კრიტერიუმების შესახებ, ეგეც დონეა… ოღონდ სხვანაირი…

მერე ვიჩხუბებთ, ცოტას წავიჭორავებთ, ცოტას საქმეს გავაკეთებთ…

საბოლოოდ, მაინც ისე ხდება, როგორც “ჩვენ” გვინდოდა…

ტეხავს, ხალხო…

ცვლილება გვინდა და ამ ცვლილების გვეშინია…

სიახლე გვინდა და ამ სიახლის გვეშინია…

სახელი გვინდა და კრიტერიუმების გვეშინია… მოკლედ, მოტივაციას უკლავთ ადამიანს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან და მაინც იბრძვიან (მოდი, ერთი გული დავუწეროთ მათ)… <3

ტეხავს…

სწავლობ და არ გიფასდება…

სხვას ეხმარები და ესეც არ გიფასდება…

ყველას არ გვიმართლებს ბიოლოგიურად და ეგეც ტეხავს ალბათ…

ესეც გაივლის…

ხო, მე სამართალს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე…

ალბათ, რომელიღაცა “სტიპენდიანტის” ქვემოთ იქნება შეყუჟული და ელოდება, პურს ვინ აჭმევს…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები