Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მშრომელთა უფლებებისთვის სტუდენტური მანიფესტაცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

მშრომელთა უფლებებისთვის სტუდენტური მანიფესტაცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
May 02
13:51 2015

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში 1 მაისს “სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის” მიერ დაგეგმილი მანიფესტაცია გაიმართა. სტუდენტები მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

მანიფესტაციის მონაწილეებმა მშრომელთა საერთაშორისო დღისთვის გამზადებული მანიფესტი წაიკითხეს და მელიქიშვილისა და რუსთაველის გავლით პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს, სადაც აქცია შეუერთდა გაერთიანებული პროფკავშირები და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი. get_img (4)

სტუდენტური ამბები მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:

,,წინამდებარე მანიფესტს, რომელსაც ხელს ვაწერთ სტუდენტები და ლექტორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, საფუძვლად უდევს რამდენიმეწლიანი ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილება საქართველოში არსებული საერთო სოციალური ფონისა თუ შრომის პირობების გარშემო.მანიფესტაცია ეკონომიკის სამინისტროსთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილებმა სამუშაო ადგილზე დაღუპულ მუშების ხსოვნას პატივი მიაგეს და საწარმოებში უსაფთხოების ნორმების არარსებობის შესახებ ისაუბრეს.

get_img (2)

უკვე რამდენიმე წელია, რაც 1 მაისი – მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე, საქართველოში არა მხოლოდ პროფკავშირების, არამედ სხვადასხვა მემარცხენე ორგანიზაციების მიერაც აღინიშნება, დემონსტრაციების სახით თუ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემატიკის საჯარო განხილვაში შეტანის მცდელობით. გარდა ამ კონკრეტული დღისა, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ თემებზე მუდმივად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, შრომა, როგორც ინდიკატორი საზოგადოების სოციალური განვითარებისა, როგორც ცენტრალური სფერო, რომელზეც აგებულია ჩვენი ყოველდღიურობა, ვერ ხდება დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.get_img


2014 წლის მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა საწარმოში 61 ადამიანი გარდაიცვალა და 41 დაშავდა. ეს ციფრები ასახავს შრომის ინპექციის არარსებობის შედეგებს საქართველოში. ამ საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, საქართველომ შრომის ინსპექცია მიიღო მხოლოდ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, თუმცა ისიც ფასადური სახით. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარკვეულ სამინისტროებს ჰქონდათ მცდელობა გაეტარებინათ სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, თუმცა ამას შეხვდა ძლიერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა ბიზნესსექტორიდან. ასევე, ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გადაელახა ის ფესვგადგმული ნეოლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც ვერ ასახავს ისეთ ალტერნატიულ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას, სადაც ადამიანების სიცოცხლე და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთს არ დაუპირისპირდება. იდეოლოგია, რომელმაც შედეგად გამოიღო ის, რომ საქართველო უთანასწორობის მაჩვენებლით რეგიონში პირველი ქვეყანაა.

პოპულისტური პოლიტიკური საუბრები ეკონომიკის განვითარების შესახებ ყოველთვის მიემართება კერძო ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ, რაც საქართველოსნაირ ქვეყნებში სწორედ მშრომელთა შევიწროვებისა და ექსპლუატაციის ხარჯზეა შესაძლებელი. იქმნება მითი, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისა, მაშინ, როდესაც სოციალურ რეალობაში ეს მექანიზმი მოსახლეობის წინააღმდეგ, მშრომელთა წინააღმდეგ მოქმედებს. ამ მითის პარალელურად, ჩვენ წინაშეა სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად უფრო მეტად დამძიმებული სოციალური ფონი, ეკონომიკური უთანასწორობის ზრდადი მაჩვენებლები და ისეთი საერთო მდგომარეობა, სადაც მოსახლეობას აღარ გააჩნია ელემენტალური დაცვის მექანიზმები  და თანხმდება ყველანაირ შრომით პირობებს, რის შემდეგაც აღარ გააჩნია საკუთარი ინტერესების გატარების მინიმალური შესაძლებლობაც კი.get_img (1)

რეალური დაპირისპირება არსებობს ბიზნესინტერესსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის – ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კი სწორედ ბიზნესს ემსახურება. დღეს სახეზეა მასობრივი ექსპლუატაცია საზოგადოების ყველა ფენაში. შრომის კაბალურ პირობებთან ერთად დღეს გვხვდება ასევე გენდერული და ეთნიკური დისკრიმინაცია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურებში. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მკაცრი რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან, ბიზნესსექტორის თვითნებური მოქმედება იწვევს ეკოლოგიურ და ურბანულ კატასტროფებს.

ფაქტია, რომ სანამ ვერ მივაღწევთ ასეთ ელემენტალურ მიზანს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ექსპლუატაციის სხვა მექანიზმებსა და ფართო სოციალურ თემებზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ 1 მაისი, რომელიც ისტორიული დღეა საზოგადოებრივი ინტერესებითვის ბრძოლისა, მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლისა, უნდა გახდეს ჩვენი ყველაზე ელემენტალური მოთხოვნების მწვავედ დაყენების დღე, იმისთვის, რომ შემდგომში შევძლოთ ჩვენი რადიკალური პოლიტიკის წარმოება ელიტების ინტერესების წინააღმდეგ.
get_img (5)

მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ 1 მაისს დაგეგმილ სტუდენტურ მანიფესტაციაში. დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში სწორედ ეს დღეა ჩვენი საერთო ბრძოლის, ჩვენი საერთო პოლიტიკის წარმოების დასაწყისის სიმბოლური თარიღი, რადგან სწორედ შრომა და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს ცენტრალურ საკითხს ჩვენი საზოგადოებისა, იმ ინტერესს, რომელიც ეხება ყველას, რომელიც ჩვენი საერთო ინტერესია გაბატონებული ვიწრო ელიტებისა და კერძო ინტერესების წინააღმდეგ!”

წყარო: Netgazeti.ge

159 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში