Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კომპიუტერის გავლენა ბავშვებზე 

კომპიუტერის გავლენა ბავშვებზე 
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
May 04
12:27 2015

ავტორი: მარიამ შენგელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი


ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები  დღის განმავლობაში საშუალოდ 7 საათს ატარებენ ტელევიზორთან, კომპიუტერთან…

21-ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საუკუნედ იქნა აღიარებული, ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა,გადატვირთული დღის მიუხედავად ჩვენ მაინც ვახერხებთ გამოვნახოთ დრო მისთვის. ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, კომპიუტერის უკონტროლო და ხშირი გამოყენებისას უვითარდებათ მიჯაჭვულობა,რაც შემდგომში სხვადასხვა პრობლემებს იწვევს.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

რა ასაკიდან არის დასაშვები ბავშვის კომპიუტერთან ჯდომა ან ტელევიზორის ყურება,ამ და სხვა საკითხებზე კლინიკური ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი  ირმა კვაჭაძე  გვესაუბრა:

“ ბავშვი საშუალოდ 2 წლიდან ან 2.5 დან იწყებს კომპიუტერთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა რომ შემდგომში შესაძლოა გარკვეული ტიპის პრობლემებს გადავაწყდეთ არ შეიძლება ვუგულებელყოთ  ის სარგებელი რომელიც ამ ურთოერთობით მიიღება, ეს არის აზროვნების განვითარება, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის გაზრდა, ლოგიკური სვლების გაკეთების უნარი,  საგნების აბსტრაქტულად აღქმის უნარი მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდე უტყუარი აქსიომა რომ წამალი საწამლავიდან მხოლოდ მისი დოზირებით განსხვავდება“.

– რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერთან ხშირმა და გრძელვადიანმა ჯდომამ?

– პრობლემები შეიძლება გაჩნდეს გადაჭარბებებული დოზით გამოყენების შემთხვევაში,  დარღვევები შესაძლოა განვითარდეს როგორც ფსიქო-სოციალურ ასპექტზე, კერძოდ  ემოციური ფონის პრობლემები,  ვერბალური პრობლემები, ასევე ბიოლოგიური თვალსაზრისითაც კი, იქნება ეს მხედველობა, გამოსახულების სწრაფი ცვლილებების გამო, თუ ხერხემლის მდგომარეობა, პლანშეტურმა კომპიუტერებმა ეს უკანასკნელი განსაკუთრებით წამოწია წინა პლანზე, ამ ყველაფერს ერთვის ძილის დარღვევა და მასთან დაკავშირებული გართულებები.

– შეიძლება თუ არა ადრეულ ასაკში ბავშვის კომპიუტერთან ურთიერთობამ გამოიწვიოს შემდგომში მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემა?

– შესაძლოა, უბრალოდ ესეც გადაჭარბებულად გამოყენების შემთხვევაში,  უფრო კონკრეტულად, მეტყველების პრობლემის გამომწვევი,  ჯანსაღი კომუნიკაციის ნაკლებობა ხდება, როდესაც არ ხდება განცდილი ემოციების გაჟღერება, ან მშობელთან, თანატოლთან ვერბალური კომუნიკაცია.

– რას ურჩევდით მშობლებს,რა უნდა გააკეთონ რომ ბავშვი არ მიეჯაჭვოს როგორც კომპიუტერს ისე ტელევიზორს..

– პირველ რიგში საჭიროა დროს განსაზღვრა, რამდენი ხანი შეუძლია ბავშვს დღის განმავლობაში ტექნიკასთან ურთიერთობა, (რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს 8 წლისა და 3 წლის ბავშვისთვის ერთი და იგივე დროითი ინტერვალი) გამოყოფილი დროის ჩარჩოს დაცვა აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს მშობლის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს მიღებული შეზღუდვა. სასურველია კომპიუტერთან ურთიერთობა არ იყოს უშუალოდ ძილის წინ.

– მშობლებს კი ვუსურვებდი იპოვონ დრო ბავშვებისთვის, წაუკითხეთ, გაასეირნეთ, ეთამაშეთ, ეს ყველაფერი შეამცირებს კომპიუტერის როლს ოჯახში.

978 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში