Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

9 ყველაზე საჭირო მობილური აპლიკაცია ჟურნალისტებისთვის

9 ყველაზე საჭირო მობილური აპლიკაცია ჟურნალისტებისთვის
May 05
18:25 2015
გთავაზობთ მობილურ აპლიკაციებს Android მოწყობილობისთვის, რომლებიც მათ კიდევ უფრო მოხერხებულსა და ეფექტურს გახდის.
ამ სიაში სწორედ ის აპლიკაციებია, რომლებიც ყველაზე მეტად გამოადგებათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მუდმივად ახალი მოვლენების ეპიცენტრში არიან და მისცემს მათ საშუალებას, გადაიღონ და დაარედაქტირონ ფოტოები, ვიდეოები, აუდიოები, დაწერონ ტექსტები და გაგზავნონ ან გააზიარონ ახალი ამბები.
იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .
1. Camera Zoom FX და HDR Camera
ეს აპლიკაციები სტანდარტული კამერის ხელით კონტროლის საშუალებას მოგცემთ. მიანიჭებს ფოტოებს უფრო დინამიურ, უფრო მკვეთრ და ნათელ ფერებს და გაამდიდრებს დეტალებით. მათი მეშვეობით, შეგიძლიათ, გადაიღოთ და დაარედაქტიროთ ფოტოები. Camera Zoom FX წელს Android-ის „საუკეთესო კამერა-აპლიკაციად“ დასახელდა Lifehacker-ის მიერ.
2. Photaf Panorama
Guardian-ის სამიტზე წელს, ნიკ მენმა, Wall Street Journal-ის სოციალური მედიის რედაქტორმა ჟურნალისტიკაში „ამბის მრავალშრიანი გადმოცემის“ პოტენციურ როლზე ისაუბრა. მან ასევე, თქვა, რომ ჟურნალისტები თანდათან იწყებენ ამბის ბექგრაუნდის გადმოცემასაც დამატებითი ელემენტების მოწოდებით, როგორიცაა მაგალითად, 360 გრადუსიანი პანორამები. ეს მარტივი აპლიკაცია თქვენ სწორედ ამის საშუალებას მოგცემთ.
3. Bambuser
ეს არის აპლიკაცია პირდაპირი ვიდეო-ტრანსლაციისათვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ვიდეო რეალურ დროში გადაამისამართოთ, ან შეინახოთ მოგვიანებით გასავრცელებლად.
ეს აპლიკაცია ბევრი ჟურნალისტის ფავორიტია და მას ხშირად იყენებს Sky News -ის კორესპონდენტი ნიკ მარტინი iPhone-ით ცოცხალი კადრების Twitter-ის მიმდევრებისთვის გასაზიარებლად.
4. AndroMedia Video Editor
AndroMedia Video Editor გაძლევთ ვიდეოებისა და ფოტოების გაფორმების, ამოჭრის, გადაბმისა და შემდეგ, მისი bluetooth-ის, Dropbox-ის, Gmail-ისა ან YouTube-ს საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას. მისი დახმარებით მათში ფერების ცვლილებისა და გრაფიკული მოდიფიკაციების შეტანა შეგიძლიათ.
5. PCM recorder
ეს აპლიკაცია Guardian’s Tech Weekly-ს, Science Weekly-სა და Media Talk-ის პოდკასტის პროდიუსერის ჯეისონ ფიპსის მიერაა რეკომენდირებული.
მისი თქმით, ეს აპლიკაცია „იყენებს შიდა მიკროფონს, მაგრამ აუდიო მასალას ბევრად უფრო მაღალი ხარისხით იწერს“, ვიდრე ჩაწერის სტანდარტული აპები. როგორც თავად აღნიშნავს, „ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ის“.
6. Record My Call
Record My Call საშუალებას გაძლევთ, თქვენი ზარები mp3 ფორმატში ჩაიწეროთ თქვენი ტელეფონის მიკროფონით. უკეთესი შედეგისათვის ლაუდსფიქერის გამოყენებაა რეკომენდირებული. ჩანაწერი საუკეთესო ხარისხის არ იქნება, მაგრამ, გამოდგება ისეთი ინტერვიუს ჩაწერისათვის, რომელიც შემდგომ წერილობითი სახით უნდა წარმოადგინოთ.
7. Jota Text Editor
მარტივი ტექსტ-ედიტორი ნიუსებისა და სტატიების ტელეფონით დასაწერად. მათი გაზიარება Dropbox-ით ან Gmail-ით შეგიძლიათ.
8. WordPress
ბლოგინგის მუდმივად პოპულარული სივრცე ამჯერად Android-ისათვის, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, დაწერონ ახალი პოსტები, შეცვალონ დიზაინი და მართონ კომენტარები მათ ბლოგზე.
9. Tweetcaster
Android-ისთვის ხელმისაწვდომი Twitter-ის აპებს შორის ეს ნამდვილად გამოირჩევა. მომხმარებლის ინტერფეისი გამოსაყენებლად მარტივი და გასაგებია. ყოვლისმომცველი ძებნის ფუნქცია გაძლევთ საშუალებას, საჭირო მასალა მოძებნოთ საკუთარ ან სხვის თაიმლაინზე და არა მთელს Twitter-ში. შეგიძლიათ, ასევე დაამატოთ და მართოთ რამდენიმე აქაუნთი.
წყარო: https://www.journalism.co.uk
261 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში