კონკურსი სტუდენტებისთვის აშშ-ში სრული დაფინანსებით სამოგზაუროდ

კონკურსები

თუ გიყვარს წერა, მოგზაურობა და  თავგადასავლები, Lonvely Planet გაძლევთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იმოგზაუროთ აშშ-ში და დაწეროთ საგზაო თავგადასავლების შესახებ.

კონკურსში გაიმარჯვებს მხოლო 3 მონაწილე, რომელსაც დაუფინანსდება ორმხრივი მგზავრობა, ტური ამერიკის გარშემო და ტრენინგები.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ალბათ, ამერიკულ ფილმებში ხშირად გინახავთ ე.წ. Road Trip და გიოცნებიათ ქვეყნის გარშემო თქვენც მოგეწყოთ მსგავსი სამოგზაურო ტური. ახლა კი გაქვთ შესაძლებლობა იმოგზაუროთ მთელი ქვეყნის გარშემო და ეს მოგზაურობა აღწეროთ.

მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  • იყოთ სტუდენტი, არაპროფესიონალი მწერალი და მოგზაურობის მოყვარული
  • შეგეძლოთ ინგლისურ ენაზე მაღალ დონეზე წერა
  • იყოთ  მინიმუმ 18 წლის

პროგრამა მოიცავს:

  • სამდღიანი კურსს თემაზე, როგორ უნდა წეროთ მოგზაურობის დროს. კურსს ჩაატარებს National Geographic-ის ერთ-ერთი პროდიუსერი,ტელეწამყვანი მოგზაური და მწერალი John Vlahides 
  • 10-დღიანი ტური აშშ-ის გარშემო + 3000 დოლარი სტიპენდია, რომელიც განკუთვნილი ტურის დროს კვების, ტრანსპორტის,საცხოვრებლისთვის და სხვა ხარჯებისთვის
  • ორმხრივი მგზავრობა
  • დაზღვევა ტურის განმავლობაში

კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა დაწეროთ ესე თქვენი საყვარელი ადგილის ან სამოგზაურო თავგადასავლის შესახებ და სამოტივაციო წერილი, რატომ უნდა აგირჩიონ ორგანიზატორებმა.

იხილეთ ნიმუში

დედლაინი: 27 მაისი

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და საკონკურსო ნამუშევრი შესახებ იხილეთ აქ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები