„ტეხავს ხალხო 2“ – შეძულების გაგრძელება

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენი


არა და, საყვარელ ბლოგს ვწერდი ჩემთვის…

მინდოდა, ის გადმომეტანა თეთრ ქაღალდზე, რასაც იმ წუთს ვფიქრობდი და არა საერთო ჭეშმარიტების დადგენაზე მეფიქრა…

ტეხავს, ხალხო, რომ ელემენტარული „გამგები“ არ ხართ და „მთქმელს“ არ უსმენთ…

ტეხავს…

ხოდა, რახან ტეხავს, როცა ამ ბლოგს წაიკითხავთ, თავი დაანებეთ საქმის გარჩევებს, ფეისქბუქ გაზიარებებს და სულისკვეთებით სავსე მეგობრების გულმხურვალე რჩევებს/მილოცვებს… რადგან, ესეც ტეხავს უკვე…

ყოველთვის ვამბობდი, რომ სიძულვილს უფრო ადრე იმსახურებ ადამიანი, ვიდრე სიყვარულს-მეთქი… ახლა მივხვდი, რომ როცა სიმართლეს ამბობ მაშინ უფრო იმსახურებ სიძულვილს…

თსუ-ში ჩავაბარე…

პირველი „ტეხავს, ხალხო“ მაშინ გავიფიქრე, როცა რეგისტრაციაზე მისულ საწყალ პინგვინს (არ მერიდება ამ სახელის დარქმევა ჩემი თავისთვის, რადგან მართლა ეგ ვიყავი) მესამე-მეოთხეკურსელები შემხვდნენ და უნივერსიტეტის ავან-ჩავანზე მესაუბრნენ… ძირთადად, ლანძღავდნენ თსუ-ს და განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის მიმართულებას…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ხოდა, ვიფიქრე, ტეხავს ხალხო- მეთქი, როცა სამი წელია ამ უნიში სწავლობ და ბოლო წელს გახსენდება, რომ პირველ კურსზე საგანი შეგეტენა, სავალდებულო თან და ამ ყველაფერში უნივერსიტეტს ადანაშაულებ-მეთქი (გულმავიწყობა + დაუდევრობა – მაშინ ასე მოვნათლე მე ეს საუბარი)…

ტეხავს ხალხო, მეორედ მაშინ გავიფიქრე, როცა გადაღრძუებულმა დედაბერმა უმიზეზოდ ქულები დამაკლო და ბი-ს კი არა, სი-ს შანსიც არ დამიტოვა… მაგრამ მაშინაც პირველკურსელი პირველსემესტრელი ვიყავი და რა ვიცოდი, რომ ხმამაღლა ნათქვამ სიმართლეს მხოლოდ სიძულვილი მოყვებოდა და მეტი არაფერი…

მესამე „ტეხავს-ხალხოს” სეზონი რამდენიმე დღის წინ გავხსენი და „საწადელსაც“ მივაღწიე – შემიძულეს… აქაც სიმართლე მეთქმოდა და ამოვთქვი, მაგრამ მავანნთ და მავანნთ რაღაცამ გვერდები აუწვა (ვგონებ მწარე სიმართლემ) და ამიტომ, მათთვის სამწუხაროდ მეოთხე „ტეხავს ხალხო-„ დაწერა მაიძულეს…

რასაც დათესთ, იმას იმკით….

ხოდა, ტეხავს ხალხო…

როცა, ბლოგს და სტატიას ერთმანეთისგან ვერ არჩევთ….

როცა, „მეგობრებს“ უწევთ თქვენი დაცვა…

როცა, სიმართლეს გვერდს უვლით და ტყუილს ქადაგებთ…

როცა, მონიტორი და კლავიატურის იქით არაფერი არ ხართ…

ტეხავს, ხალხო…

ერთმანეთის გაგების ნაცვლად ერთმანეთს ზურგს უკან ვჭორავთ…

პირადპირ ვერ ვამბობთ სათქმელს, არადა ტლიკინი კი გვიყვარს ხოლმე…

„შეწუხებული“ სახით ვმოძრაობთ და ასე გვგონია, მთელი ქვეყნის სიმძიმეს მხრებით ვატარებთ…

გვერდს ჩაუვლით ერთმანეთს და მისალმების მაგივრად „ნივიჟუს“ ურტყამთ…

მგონია, რომ კეთილ საქმეს ვაკეთებ, რომ თქვენზე სიმართლეს ვწერ და ასეც არის… და სულაც არ არის ჩემი ინტერესის საგანი, ეს თქვენ მოგწონთ თუ არა…

ტეხავს, ხალხო…

როცა, სხვებს ვუთითებთ რაღაცაზე და ჩვენ იმავეს ვაკეთებთ…

როცა, საქმის არსის უცოდინრები ვართ, მაგრამ „გაგვდის და მიტომ…

როცა, იმაზე მეტად ვაფასებთ საკუთარ თავს ვიდრე ვართ… (ინტელექტუალური ხუმრობა)…

როცა, სიმართლე იცი, მაგრამ მაინც ტყუილს აწვები, რადგან ის უფრო გაწყობს…

ტეხავს, ხალხო…

ამიტომ, მოდი რჩევებს მოგცემთ თუ როგორ დავიზღვიოთ თავი აწ უკვე მეხუთე „ტეხავს ხალხოსგან“…

როცა ჩემს ბლოგს (და არა სტატიას) ნახავთ, სრული უფლება გაქვთ არ ნახოთ და უბრალოდ „გაატაროთ“…

თუ ნახავთ და მასში საკუთარ თავს ამოიცნობთ, არ მოიწყინოთ, რადგან თქვენნაირები ბევრნი არიან…

თუ გაბრაზდით და ცხელ გულზე სტატუსის დაწერას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, რომ ამით თქვენს თავს გაშიფრავთ…

და ბოლოს…

თუ ამანაც არ გიშველათ, მაშინ ცივი წყალი დალიეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და უბრალოდ, გაიარეთ…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები