სოფლის მაშენებლები

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

თსუ-ის სტუდენტი


ბავშვობაში, დედა ხშირად მიყვებოდა იგავს სოფლის მაშენებლებზე. გაკვირვებული ვფირობდი, ყივილითა და ყეფით სოფელი როგორ უნდა აშენდეს-მეთქი. სიმართლე რომ ვთქვა, მე მგელობანას, დედაშვილობანას ან დახუჭობანას თამაშით სოფლის აშენება მერჩივნა.

რას წარმოვიდგენდი, თუ ბავშვური ოცნება ასე რეალისტურად ამიხდებოდა და დღეს სხავდასხვა სატელევიზიო გადაცემაში, რომლებიც ბავშვებისთვის სულაც არაა განკუთვნილი, სახლობანას მოთამაშე პოლიტიკოსებს ვიხილავდი, – “ბუტე! ბუტე! გაგებუტეს” –  ძახილითა და ერთმანეთთან ჩხუბით არათუ მაშინ ჩემ მიერ წამოდგენილი სოფლის, არამედ მთელი ქვეყნის აშენებას რომ შეეცდებოდნენ?!

კოალიცა ,,ქართულმა ოცნებამ’’ თან უამრავი გასართობი ტრადიცია მოიყოლა. ჩვენი პეზიდენტის რეპუტაცია კი საზოგადოებისათვის თავიდანვე ეჭვქვეშ დადგა. იმის ნაცვლად, რომ, როგორც ,,ბრალიანი’’ პოლიტიკოსები იტყოდნენ, ,,უბრალო’’ მოქალაქეებს ქართული ოცნებების ახდენაში დახმარებოდა, მან სახლობანას თამაში დაიწყო და პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლაზე უარი განაცხადა. ბოლოს რომ ვეღარაფერი გააწყო, გაბუტულმა და დარცხვენილმა უარყჰო საკუთარი პრინციპები და მორცხვად შეაბიჯა მიშიკოს ყოფილ სამფლობელოში. თანაც საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად არაერთი არგუმენტი წარმოადგინა.

ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ბატონმა ბიძინამ პრეზიდენტს თამაშის მანერა დაუწუნა და საქვეყნოდ აღნიშნა, ტაქტიკა არ უვარგაო.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

როგორც ჩანს, ახლად წამოწყებულმა თამაშებმა სხვა პოლლიტიკოსებიც აზარტში შეიყვანა. თამაშიც გაგრძელდა, წრეში ბურთის წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. არჩევანი ბატონი პემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, არადანი კი- უკვე ხსნებეული გიორგი მარგველაშვილი. არჩევანმა და არადანმა შუა ქუჩაში სათამაშოდ თავმოყრილი პოლიტიკოსები თანაბრად ვერ გაიყვეს და ანგარიში უკვე 1:0 იყო, ღარიბაშვილის სასრგებლოდ. მარგველშვილსაც რაღა ექნა, ფინალისათვის შემონახულ ხრიკს მიმართა. ბურთი ჯერ ფეხქვეშ გაატარა და შემეგ დაუმიზნა წრეში თამამად მოხტუნავე პრემიერს. მოხვდა!! მოხვდა!!! ყვიროდნენ მოთამაშეები. ის იყო თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვები სახემოღუშულნი აპირებდნენ წრიდან გამოსვლას, რომ პრემიერმა იყვირა ბურთი ამცდაო. პირდაპირ ფეხთან გამიარა, მაგრამ, ვერ მოგართვით, არ მომხვედრიაო. ხოდა თამაშიც განახლდა და კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. მასში მაყურებლებიც  ჩაერთვნენ და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა შეძახილებით დაიწყეს.

დაძაბული თამაში დღემდე გრძელდება. ქართული ტელევიზიები  პირდაპირი ტრანსლაციის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. კომენტატორებს აღარ შეუძლიათ, 10 ბურთის სროლის შემდეგ შესვენებას ითხოვენ. თამაშის  ბედი კი კვლავ გაურკვეველი რჩება. თუ ერთი ტელევიზია გადმოცემს, წინ ღარიბაშვილი გაიჭრაო, სხვები მარგველაშვილის დინჯ, მაგრამ მიზანმიმართულ ტაქტიკაზე საუბრობენ.

ნაციონალებს ახალი სასუბრო თემა გაუჩნდათ. გუნდში განხეთქილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინალო მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდებაო. ცენტრალურ სტადიონზე თამაში მოენატრათ.

სოფლის შენებაც ასე უნდა. მალე წრეში ბურთს ახალი გასართობები დაემატება და სხვა რაღა გვინდა. ისღა დგვრჩენია, საფინალო მატჩს დაველოდოთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები