Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტის მონური სამუშაო

სტუდენტის მონური სამუშაო
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
May 06
15:50 2015

ავტორი: ანა სოლაშვილი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


თბილისი სასვსეა სუპერმარკეტთა ქსელებით, სადაც ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია, დაიწყოს მუშაობა. თანამშრომელების უმეტესი ნაწილი კი სტუდენტები არიან. ერთ-ერთი ამ სტუდენტთაგანი აღმოვჩნდი მეც.

თავიდან, ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, რადგან სწორედ, გასაძლებად იყო საქმე, მაგრამ დროთა განმრავლობაში მივხვდი, რომ არ ღირდა, გამეკეთებინა მაქსიმუმი იმ ადამიანებისთვის რომლებსაც ადამიანად არ მიაჩნიხარ; შინაურ ცხოველს უფრო მეტი დაფასება აქვს, ვიდრე აქ მოლარე-კონსულტანტს, იმათ, აჭმევენ მაინც.

სამუშაოს დაწყებიდან, მალევე, ერთ-ერთი თანამშრომლისგან შევიტყვე, რომ 302 ლარის ნაცვლად 86 ლარი ჩაერიცხა. ის დუმილით შეხვდა. დუმილით ხვდებიან ყველანაირ შეურაცხყოფას და იტანენ, – იმიტომ რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია და თუ ასე არ იმსჯელებენ, სამსახურს დაკარგავენ. როგორი “კაი თანამშრომელიც” არ უნდა იყოს, მას არავინ მისცემს იმის უფლებას, თუნდაც ერთი საფეხურით დაწინაურდეს, თუ რა თქმა უნდა, მთელ ცხოვრებას ასეთ ქსელში მუშაობას არ შესწირავს და შეიძლება, ერთი წლის შემდეგ, ადმინისტრატორიც კი გახდე.

ანაზღაურება, ფაქტობრივად, არ გაქვს, – გააჩნია, შენი მენეჯერი როგორ ხასიათზეა. ვადაგასული პროდუქტის აღმოჩენაზე, – 200 ლარი (მერე რა, თუ გასულ დღეს შენი ცვლა არ იყო, ან თანამშრომელიც კი არ იყავი?), ტელეფონს გიპოვნიან და 20 ლარი ჯარიმა, – მაღაზიაში არსებული დანაკლისები და მოპარული საქონელი, რა თქმა უნდა, მოლარე-კონსულტანტის ჯიბიდან უნდა დაიქვითოს მაშინ, როცა, ხელფასი თვეში 300 ლარია.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

ამ ყველაფრის შესახებ რომ გავიგე, ვიფიქრე, ეს ყველაფერი მე არ შემეხებოდა. მაღაზიის თუ სალაროს დანაკლისები, ვადაგასული პროდუქტი, მონიტორინგმა ამოიღო და არც დაფიქრებულან, ისე გაატარეს ჩემს სალაროზე.

საშინელი ღამის მერე შევიტყვე რომ სალაროზე 120 ლარი მაკლდა და ხმა რომ არ ამომეღო, ხელფასს სააერთოდ ვერ ავღებდი. მაშინ, პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ არ დამეთმო არცერთი თეთრი. სწორედ იმიტომ, რომ პროტესტი გამოვთქვი, დანაკლისი მე არ ჩამითვალეს და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ვინ გადაიხადა ეგ თანხა.

გავიდა რაღაც პერიოდი და დადგა დღე, რომელსაც ყველა თანამშრომელი მოუთმენლად ელის, 10 აპრილი “სახელფასო დღე” და რადგანაც აღდგომის “ბრწყინვალე” დღესასწაული დაემთხვა, ხელფასი ყველამ სრულად აიღო ჩემ გარდა.  მხოლოდ მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და ბარათზე 302 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 80 ლარი დამხვდა.

მაღაზიაში მივედი, რომ გამერკვია, რა მოხდა? – ჩემი მენეჯერი, ბოჩოლას თვალებით შემომყურებდა და ჩემ გაგიჟებულ სახის გამომეტყველებას არაფრად აგდებდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ხელფასი სრულაად მეკუთვნოდა, მაგრამ რატომღაც, დანარჩენი თანხის დარიცხვას არავინ ჩქარობდა. სანამ ჩემი კუთვნილი ხელფასი დაირიცხებოდა, მენეჯერმა ორჯერ  მისცა თავს უფლება, ღამენათევი დავეტოვებინე სხვის მაგივრაად და ჩემს კითხვაზე – როდის დამერიცხებოდა კუთვნილი ხელფასი, პასუხად მივიღე: – დავრეკავ და გავრაკვევო. დარეკვაზე თავი არ შეუწუხებია.

ჩემი მუშაობის განმრავლობაში ბევრი უსამართლობის მომსწრე გავხდი როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვა სტუდენტების მაგალითზე:

ორი თანამშრომელი დაჯარიმდა იმის გამო რომ მობილური ტელეფონები ჯიბეში ედოთ.

ნაჩუქარი პროდუქტი, ანუ – მოლარე-კონსულტანტისთვის მომხმარებლის მიერ ნაყიდი პროდუქტი, ბრუნდება უკან, თაროზე.

გოგო ხარ, ბიჭი ხარ, შეგიძლია, არ შეგიძლია, გავალებენ მძიმე ნივთების გადაადგილებას.

ვადაგასულ პროდუქტზე გაჭრიან 10-ჯერ მეტს, პროდუქტის ღირებულებაზე.

არასოდეს არ ამთავრებ სამუშაოს თავის დროზე და ღამენათევს, შესაძლოა, სამუშაო დღის ბოლომდე მოგიწიოს დარჩენა.

ამ ველაფრის შემდეგ, კიდევ, კითხულობთ – “რატომ მიდიხარ სამსახურიდან” ???

666 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში