Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გულახდილად – მე „ჩამოთრეული“ ვარ!

გულახდილად – მე „ჩამოთრეული“ ვარ!
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
May 07
13:49 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი


ერთი, ჩვეულებრივი, ჯიბეგაფხეკილი სტუდენტი ვარ კახეთიდან. არ ვიცი, გაგიგიათ თუ არა, საგარეჯოს რაიონი. აი, სწორედ იქიდან გახლავართ. ორი წელია, უკვე, რაც სტუდენტი გავხდი და ზუსტად ამდენივე წელია დამოუკიდებლად ვცხოვრობ თბილისში,  ოჯახიდან შორს. ჩემს მშობლიურ ქალაქზე ბევრის წერა შემიძლია და უფრო მეტის თქმა, რა მიყვარს და რას შევცვლიდი. გვერდს ვერ ავუვლი და საიდუმლოდ გაგიმხელთ ერთ ამბავს – ამ ქალაქში შრომის ფასი ძალიან კარგად ესმით და  ტრადიციების დაცვა, მათი მთავარი პრეროგატივაა.

ვერ გეტყვით, პირველი ვინ იყო, ვინც ჩვენკენ თითი გამოიშვირა და პროვინციელი „უვარგისები“ გვიწოდა. სამაგიეროდ, დაზუსტებით შემიძლია ვწერო, რომ ვერასოდეს ვხედავდი განსხვავებას ადამიანებს შორის: ვერც მატერიალური კუთხით და ვერც საცხოვრებელი ადგილით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზედმეტი პენდანტიზმით ცდილობენ, მილიმეტრებით გაზომონ მიწის თითოეული გოჯი და მერე ამაყად აწიონ თავი მაღლა, რადგან თურმე ჩვენ კილომეტრებით ვართ დაშორებული თბილისიდან, იმ ქალაქიდან, რომელიც მოსახლეობას ვეღარ იტევს.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

ნებისმიერ რეგიონსა და დედაქალაქში ცხოვრების ტემპი და სტილი, რადიკალურად განსხვავებულია და მეც გულწრფელად მწამს, რომ თითოეულ მოსახლეს მისი მშობლიური ქალაქი გულით უყვარს. უბრალოდ აქ ერთი პატარა პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია – პატივისცემაა მთავარი. თბილისელები „გამოსული“ ხალხია, ხოლო სოფლელები გლეხები, გაუთლელები და მიწაზე შეყვარებული ხალხი. ეს სწორედ ის მიწაა, რითაც თითოეული ქართველი ჭამს პურს, რითაც საზრდოობს და სულდგმულობს… ესაა მთავარი.

აქ, ქალი არაფერს თაკილობს, რათა თავისი ოჯახის ხიდი იყოს. ეს არის შრომის კარგი მაგალითი. ყველაფერი კარგია, ის “ძერსკობაც”, “სვეცკობაც”, მანქანებიდან  ამაყი მზერა და თბილისების დაცინვა, რომ “სოფლელები ვართ…“ სოფელია ტრადიციების სავანე, აქაა ნამდვილი ქართული სული, ქალის სახე და მე ამით ვამაყობ, რაც უნდათ, ის თქვან, რამდენი სტატუსი და პოსტიც  უნდათ, იმდენი მოგვიძღვნან სოციალურ ქსელებში.

მიზეზების ძებნა ყველაზე მეტად მიყვარს, თუმცა ვაღიარებ-მთავარი შედეგია. ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, თანაც, არც თუ სახარბიელო. მგონია, რომ ადამიანმა არ უნდა დაივიწყო „საიდან მოხვედი“, რომელი „წუმპედან“, ვისი დახმარებით ამოძვერი და როგორ…

ნუ დაივიწყებთ, რომ “კარენოი” თბილისელი ერთი ხოხობი იყო და ბოლოს ისიც მოიხარშა.

1,449 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში