ევროსაბჭოს ახალგაზრდული ბანაკი ქართველ ახალგაზრდებისთვის ბუდაპეშტში

გაცვლითი პროგრამები

ევროსაბჭოს ახალგაზრდული ბანაკი Youth Peace Camp 2015, რომელიც 16-25 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება, მონაწილეობისათვის 18-25 წლის ქართველ ახალგაზრდებს იწვევს. 

Youth Peace Camp ევროსაბჭოს ინიციატივით 2004 წელს დაარსდა, რომლის მიზანიც კონფლიქტური რეგიონებიდან ახალგაზრდების ერთად შეკრება და დიალოგის გამართვაა.

  • პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან;
  • ადამიანების უფლებებს;
  • კონფლიქტების მართვას;
  • კულტურუთა შორის დიალოგს.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კონფლიქტების მოგვარებაში, იმსჯელებენ როგორ არის შესაძლებელი კონფლიქტურ რეგიონებში დაპირისპირებულ მხარებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება. ასევე განიხილავენ, როგორია რა როლი აქვს ახალგაზრდების დიალოგს კონფლიქტის მოგვარებაში, როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტის მხარების მოტივირება მისი მოგვარებისთვის.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სამუშაო ენა ინგლისური

ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და კოსოვოდან.

მონაწილეობისთვის აუცილებელია  ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, მოტივაცია და ამ სფეროს მაღალი ინტერესი.

პროექტში მონაწილეობის ხარჯებს სრულად ანაზღაურდება შესაბამის ქვითრების წარდგენის შემთზვევაში. ასევე აუცილებელია პროგრამით გაწერილ ყველა აქტივობაში მონაწილეობა.

საცხოვრებელს უზრუნველყოფს ევროსაბჭოს ახალგაზრდული ცენტრი ბუდაპეშტში.

რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ აპლიკაცია

რეგისტრაციის დედლაინი: 28 მაისი

კითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ მისამართზე eyc.programme@coe.int

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები