Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტებისთვის გამართული “დასაქმების ფორუმი 2015”-ის შედეგები ერთ თვეში გასაჯაროვდება

სტუდენტებისთვის გამართული “დასაქმების ფორუმი 2015”-ის შედეგები ერთ თვეში გასაჯაროვდება
May 09
11:19 2015

ბათუმში „დასაქმების ფორუმი 2015“ გაიმართა. როგორც ორგანიზატორმა Aris.ge-განათლებას განუცხადა,  სასტუმრო “შერატონ ბათუმში” მისული სტუდენტები იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც დასაქმების ბაზარზე წამყვან ორგანიზაციებს წარმოადგენენ.

ეთერ ლესჩინსკაიას განცხადებით, ღონისძიებაზე ქვეყნის მასშტაბით მომუშავე  სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ისინი  სტუდენტებთან შესახვედრად კონკრეტული ვაკანსიებით მივიდნენ.

ღონისძიების საბოლოო მიზანს კომპანიისთვის ახალი კადრების აყვანა და ასევე სტუდენტების დასაქმება წარმოადგენს. ამ ღონისძიების მეშვეობით,  სტუდენტს ეძლევა საშუალება, წარმატებულ კომპანიაში საკუთარი კარიერა დაიწყოს და გამოცდილება მიიღოს“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ეთერ ლესჩინსკაიამ.

დღევანდელ დასაქმების ფორუმში მთლიანობაში 21 კომპანია მონაწილეობდა. ზოგიერთმა მათგანმა პოტენციურ კადრებთან გასაუბრება ადგილზე ჩაატარა.

დღეს წარმოდგენილები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: ქვეყანაში მომუშავე პრაქტიკულად ყველა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, „ტავ ჯორჯია“, „ჯეოსელი“, „საქართველოს ფოსტა“, „გალფი“, „გუდვილი“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „კრისტალი“, სადაზღვეო კომპანია „კოპენბური“ და „ჯიპიაი ჰოლდინგი“. ჩამოთვლილი კომპანიები ამ ფორუმში გასულ წელსაც მონაწილეობდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წელს პირველად ჩაერთნენ“,- აღნიშნა ფორუმის ორგანიზატორმა.

რაც შეეხება მონაწილე სტუდენტებს, როგორც Aris.ge-განათლებას ეთერ ლესჩინსკაიამ განუცხადა, ღონისძიებაში ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის  12 სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

განსაკუთრებულად წარმატებული იყო სამედიცინო პროფილის სტუდენტებისთვის, რადგან კომპანიები „ავერსი“ და „პე-ეს-პე“ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენენ ახალგაზრდა თაობის პროფესიონალების მიმართ“,- განმარტა ლესჩინსკაიამ და დასზინა, რომ ყველა მონაწილე ბიზნესკომპანიამ ფორუმი კმაყოფილმა დატოვა.

დღევანდელი ღონისძიების შედეგად დასაქმებული სტუდენტების ზუსტი სტატისტიკა და დამსაქმებელი კომპანიების შესახებ მონაცემები დაახლოებით 1 თვეში, ყველა შესარჩევი პროცედურისა და გასაუბრებების დასრულების შემდეგ  დაზუსტდება.

რაც შეეხება გასულ წელს ჩატარებულ ფორუმს და მის შედეგბს, როგორც ეთერ ლესჩინსკაიამ განაცხადა, შარშანდელი ფორუმის მონაწილე სტუდენტების 20% უკვე მუშაობს სხვადასხვა კომპანიაში.

დასაქმების ფორუმი 2015-ის ორგანიზატორები ღონისძიებაში მონაწილე ბიზნესკომპანიებს სპეციალურ ბაზასაც გადასცემენ, რომელიც სტუდენტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას  და CV-ებს მოიცავს.  სწორედ ამ ბაზის მეშვეობით იხელმძღვანელებენ კომპანიები ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობასი და სასურველ კადრებს სტუდენტებიდან შეარჩევენ.

გიორგი არის© ხურცია

361 ნახვა
Share

About Author

taaa

taaa

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში