ქალაქში გაზაფხულია…

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა ურუშაძე

თსუ-ის სტუდენტი


ზოგადად, ჩემი სამარშუტო ტაქსიში თავს გადამხდარი ისტორიები, ცალკე, მოყოლად ღირს, მაგრამ ახლა, კონკრეტიკას ვამჯობინებ. “რატომ” და “როგორ”-ამდე დასული რეალობა ნაკლებად მტკივნეულია. ყოველ შემთხვევაში, რემარკისა არ იყოს, ადამიანს ხომ გაურკვევლობა აყენებს ტკივილს. ასე რომ, უარვყოფ ყოველგვარ ზოგადსა და განკერძოებულს და პირდაპირ საქმეზე გადავდივარ.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

სამარშუტო ტაქსიში აღმოჩენის შემდეგ, ადამიანი აცნობიერებს, რამდენად ბევრის დანახვა შეუძლია მის თვალებს, რამდენად ბევრის მოსმენა ძალუძს მის ყურებს და რამდენს იტევს მისი გული. მოძრავი ხედები… სიჩქარე… რიტმი და ამ ხმაურს აყოლილი გულის ძგერა… კინოკადრივით, წამებში, თვალწინ ჩავლილი ცხოვრება, მთელი თავისი დიდებულებით.

დიახაც! მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ვარ აღფრთოვანებული ცხოვრებით, მიმაჩნია, რომ ის მაინც ყველაზე დიდებული რამაა. საოცრად დიდებული. სწორედ იმიტომაც რომ ხშირად გვძულს და პარადოქსულად მაინც ვერ წარმოგვიდგენია თავი მის გარეშე. და ახლა, ზუსტადაც ახლა, ის მომენტი მაქვს როდესაც აზრზე არ ვარ რას ვწერ და საერთოდ სწორია თუ არა ის რასაც ვწერ. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, როცა ვგრძნობ რომ უნდა ვწერო, უნდა ვწერო კიდეც. ხოდა, მეც ვწერ!!!

სამარშუტო ტაქსი. სწრაფად ( ზოგჯერ არცისე) მოძრაობს, წინ მიიწევს, ხმაურობს, გაურბის, მოსდევენ, ეწევა, ჩერდება, მიჰყვება და რაც მთავარია, გვიჩვენებს, გაჩვენებს, გხდის, გზრდის. დიახ, მე “მარშუტკაში” ცხოვრებას ვსწავლობ და საერთოდ, ყველგან სადაც რამეს ვგრძნობ, რამეს ვხედავ, მე ვსწავლობ ვიზრდები, ერთი გამოცდილებით მეტი ვხვდები.

ისევ სამარშუტო ტაქსიში ვარ. ირგვლივ ქალაქია. მილიონიანი ქალაქი. დიდი ქალაქი. მაინც რომ მეპატარავება, მეცოტავება. ხმაურობს ქალაქი, ფერადობს კიდეც. და მაინც ქალაქი უტყვია. მესამე თვე დაიწყო ქორონიკოს აქეთ რაც ქალაქში გაზაფხულდა, გამომაისდა და მანც ცივა ქალაქში, წვიმს ქალაქში, წუხს ქალაქი.

შეწუხებული სახეები ხვდებიან ერთმანეთს, ძალად დაენებული ღიმილით უღმიან ერთმანეთს და მერე ისევ ამ აქვეყიერების ამაოებით შეცბუნებულნი ტოვებენ ერთურთს. ქალაქს სტკივა. აწუხებს, აშფოთებს. გზას არ უთმობენ ერთმანეთს, რიგს მითუმეტეს. შორიშორს უცხოებივით დგანან და ქვემოთ დახრილი თვალებით თითქოს მიწს ფენებში დაეძებენ სიმართლეს, მიზეზს, მიზანს არსობისას. ქალაქი რუხია, მონაცრისფროა ნიკოს გახუნებული პალტოსავით, არადა გაზაფხულია, არადა მაისია. და მაინც ჩემს საქართველოს სტკივა. ქართველების გულს აღარ ეგაზაფხულება.

ეს გავაცნობიერე თუ არა შეშინებულმა სასწრაფოდ გავაჩერე „მარშუტკა“ და მაშინვე ჩამოვედი. მერე ღრმად ჩავისუნთქე ჯერ კიდევ სუფთად შემორჩენილი ჰაერი და მხოლოდ მერე გავაცნობიერე რომ ფანჯარა, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ქალაქს ვათვალიერებდი, დაბურული იყო.

მორალი – ზოგჯერ ადამიანებს კარგი რაღაცების დანახვაში ხელს თვალს გადაფარებული სბნელე გვიშლის. გვიშლის ხელს რაღაც, რაც მოსვენებას გვიკარგავს, რწმენასაც. არადა მხლოდ დანახვაა საჭირო, რადგან ქალაში კარგი რაღაცებიც ხდება. გუშინ ჩემმა მეგობარმა ნანატრი სამსხური დაიწყო. ახლა ხომ მაისია. ესე იგი, გაზაფხულდა. მართლაც გაზაფხულდა!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები