კონტრასტი

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გოგატიშვილი

თსუ-ის სტუდენტი


ჩვეულებრივი დილა გათენდა, როგორც ყოველთვის მაღვიძარას მოუწია ჩემი გაღვიძება. მივხვდი, სასურველი მიზნის მისაღწევად საკმარისზე მეტი ძალისხმევა დასჭირდა. პირველი რაც გავიფიქრე  მაღვიძარას მისამართით ნათქვამი სიტყვა იყო, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: – ,, რატომ არასდროს ავიწყდება დარეკვა და ჩემი გაღვიძება“,  მაგრამ მერე, გავაცნობიერე, რომ მის გარეშე,  რომელიც ჩემთვის საყვარელი ნივთების სიაში ნამდვილად არ შედიოდა,  ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო რთული იქნებოდა.

ყოველდღიური პროცედურების დამთავრებას ჩვეულებრივზე ნაკლები დრო მოვანდომე, ჩემი სიჩქარის მიზეზი საცობებში მოყოლის საფუძვლიანი შიში იყო. ფიქრებში გართული გაჩერებასთან გაუცნობიერებლად მივედი. ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემსა და მეეზოვის მეტი გარშემო არავინ იყო. ამ დროს მეეზოვე ყველაზე ახლობელ ადამიანდა მომეჩვენა. მიზეზი ალბათ მისი დაღლილი და უძილო თვალები იყო, რომელიც მამცნობდა რომ ჩემ მსგავსად, მასაც დიდი ბრძოლა დასჭირდა ძილთან გასამკლავებლად.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ლექციების დასრულების შემდეგ, მეგობართან შესახვედრად  სადგურის მოედანზე წავედი.  როგორც ყოველთვის, ქეთიზე ადრე მივედი დანიშნულების ადგილზე. იძულებული გავხდი  დავლოდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ლოდინ ჩემი ჰობი ნამდვილად არ არის. ,,მყუდროება“ ბავშვის ისტერიკულმა ტირილმა დამირღვია, რომელიც სათამაშოების მაღაზიის წინ მიწაზე დაწოლილიყო და ირგვლივ ცნობისმოყვარე ადამიანების არმია შემოჰხვეოდა. პატარას ისტერიკის მიზეზი, შეუსრულებელი სურვილი აღმოჩნდა, რაც გულისხმობდა რამდენიმე სათამაშოს ყიდვაზე უარის თქმას.

პროტესტის გამოხატვა კი ამ ფორმით გადაწყვიტა. მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია და სასურველ მიზანსაც ადვილად, რამდენიმე ცრემლის ,,გადმოგდების“ შემდეგ.  ნანატრი სათამაშო მისი გახდა და მანაც შეწყვიტა წარმოდგენა, რომლის საყურებლადაც  ყველაზე დაკავებული ადამიანებიც კი ჩერდებოდნენ და დედას საოცარ რჩევებს აძლევდნენ მოუსვენარი პატარას სწორ გზაზე დაყენებისთვის.

გაკვირვებისაგან, რომელიც ბავშვის მოხერხებულობამ თუ სხავა ფაქტორებმა  გამოიწვია 2 პატარამ ბიჭის ხმამ გამომარკვა, რომლებიც მორცხვად და ბუნდოვნად რაღაცას მთხოვდნენ. ჯერ კიდევ , ცოტახნის წინ მომხდარი ფაქტზე ვფიქრობდი და ცოტა გამიჭირდა მათი ნათქვამის აღქმა. ბიჭების თხოვნა კი ასე ჟღერდა: – ,, უკაცრავად, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? დილიდან არაფერი გვიჭამია“. მივხვდი, როგორ გავიყინე ბოლოს ნათქვამი 2 სიტყვის გაგონების შემდეგ. ძლივის მოვახერხე  საფულის გახსნა და ცოტაოდენი ხურდა ფულის ამოღება. როგორც აღმოჩნდა, ჩემზე სწრაფად ჩემ გვერდით მდგომმა ქალბატონმა იმოქმედა და ბიჭებს საცხობისაკენ გაუძღვა. რამდენიმე წამში ბავშვების გაღიმებულ მზერას წავაწყდი, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით ახლად ნაყიდ ცხელ ღვეზელებს შეექცეოდნენ.

მთელი დღე ამ 2 შემთხვევაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ჩვენ ირგვლივ საოცარი კონტრასტებია. რომელთა აღმოჩენა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. თუნდაც ეს ორი ფაქტი,  რომლებიც სულ რაღაც ნახევარ საათში განვითარდა და რომელთა მომსწრეც გავხდი, ჩემი დღე საფუძვლიანდად შეცვალა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები