Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის

სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის
May 14
17:19 2015

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტის საზაფხულო სკლაში მონაწილეობისათვის.  

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობებია:

  • იყოთ მინიმუმ მეორე კურსის სტუდენტი;
  • იყოთ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის ან ბელარუსის მოქალაქე.

სტიპენდია ფარავს:

  • პროგრამაში მონაწილეობის ღირებულებას;
  • საცხოვრებელს და საუზმეს;
  • მგზავრობის ხარჯები (ქართველი სტუდენტებისთვის 250 ევროს ოდენობით).

გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ტარტუს უნივერსიტეტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლებს შემდეგ თემებზე:

1. იმპერიის შემდეგ: კომუნიზმის კოლაფსი  ორკვირიანი პროგრამა 12-25 ივლისი

ილხილეთ ამ პროგრამის სააპლიკაციო ფორმა.

2. ევროპა-რუსეთის ურთიერთობები 19 ივლისი – 1 აგვისტო

იხილეთ ამ პროგრამის სააპლიკაციო ფორმა.

3. ელექტრონული სერვისები და კიბერ უსაფრთხოება 12-25 ივლისი

იხილეთ ამ პროგრამის სააპლიკაციო ფორმა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია და თან დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • სამიტოვაციო წერილი (მაქსიმუმ 900 სიტყვა). წერილში უნდა მოყვეთ რამდენად უკავშირდება საზაფხულო სკოლის თემატიკა თქვენს სპეციალობას და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას მომავალში;
  • CV;
  • პასპორტის ასლი;
  • ნიშნების ფურცელი.

აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 20 მაისი

გაითვალისწინეთ, რომ მიბმული ფაილების დასახელებაში პირველ რიგში უნდა ჩაწეროთ გვარი. ასე მაგალითად: Barbaqadze-motivation-letter; Barbaqadze-CV

 

782 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში