ვაკანსია studinfo.ge-ს ოპერატორის პოზიციაზე

კონკურსები

სტუდენტური ინტერნეტ – პორტალი studinfo.ge, აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდებისა და სტუდენტებისათვის ოპერატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • ვიდეოგადაღებისა და ვიდეომონტაჟის ცოდნა (სამოყვარულო დონეზე);
  • უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა;

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი შეთავსებით.
  • ხელფასი გამომუშავებით.

studinfo.ge ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც მოამზადებენ საინტერესო და სახალისო ვიდეორგოლებს სტუდენტურ და ახალგაზრდულ თემებზე. მოსამზადებელი ვიდეორგოლების მაქსიმალური ქრონომეტრაჟია 3-4 წუთი!

თუკი, მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენ მიერ შექმნილი რამდენიმე ვიდეო და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: – studinfo.ge@gmail.com

კანდიდატები შეირჩევიან გადმოგზავნილი ვიდეოების საფუძველზე, რის შემდეგაც, გაივლიან გასაუბრებას.

გისურვებთ წარმატებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები