8 ბესტსელერი, რომელებიც თავად ავტორებმა დაიწუნეს

ინფორმერი

ბევრ ავტორს, რომელთაც შეძლეს ბესტსელერთა შექმნა, ხშირად გაურკვეველი ემოციები აქვთ საკუთარი ნამუშევრების შესახებ. ზოგჯერ, წიგნის გამოცემის გადაწყვეტილების მიუხედავად, ავტორები ვერ იტანენ საკუთარ ნაშრომს. მიუხედავად ამისა, დაწუნებული წიგნი შეიძლება, ბესტსელერი გახდეს. ასე რომ, თუ მწერალი ხართ, ან უბრალოდ, ვერ ხედავთ ღირებულებას იმ პროექტში, რომელზეც მუშაობთ, გახსოვდეთ, რომ საქმე შეიძლება არც ისე ცუდად იყოს, როგორც თქვენ გგონიათ. ზოგი ავტორი პუბლიკამ სწორედ იმ ნამუშევრისთვის აღიარა, რომელსაც თავად უარყოფდნენ.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

გთავაზობთ 8 ნაწარმოებს, რომლებიც საკუთარმა ავტორებმა დაიწუნეს:

  1. ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“

„მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც შემდგომ სტენლი კუბრიკმა ცნობილ ფილმად აქცია, ასახავს ბრიტანეთის შავ-ბნელ მომავალს. ბერჯესს სძულდა ეს წიგნი და ამბობდა, რომ მის შექმნას მხოლოდ 3 კვირა მოანდომა. მას არ მოსწონდა, რომ საზოგადოებამ წიგნის მესიჯად აღიქვა „სექსისა და ძალადობის განდიდება“, რადგანაც ეს მისი განზრახვა არ ყოფილა.

  1. იან ფლემინგი – „ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი“

ფლემინგმა ეს წიგნი იმ განზრახვით დაწერა, რომ ყველასათვის საყვარელი ჯეიმს ბონდი მეორეხარისხოვან პერსონაჟად ექცია და მის ქალთმოძულეობაზე გაესვა ხაზი. ნაშრომი წარუმატებელი აღმოჩნდა და ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოცემა შეწყდა, ფლემინგის სიკვდილის შემდეგ, 007-ის სერიების პოპულარობამ იგი კვლავ მოთხოვნადი გახადა.

  1. ფრანც კაფკა – „მეტამორფოზა“

მისი წერის დასრულების შემდეგ კაფკას აკვიატებული ჰქონდა, რომ ეს ისტორიები უნდა დაეწვა. ნაწარმოებში მოთხრობილია ისტორია კაცზე, რომელიც ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მწერად გადაიქცა.
კაფკას იმდენად არ მოსწონდა თავისი ნამუშევარი, რომ მეგობარს პირობა დაადებინა, რომ მას კაფკას სიკვდილის შემდეგ დაწვავდა . მაგრამ მეგობარმა მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა.

  1. სტივენ კინგი – „მძვინვარება“

ეს წიგნი როგორც ავტორს, ისე საზოგადოებასაც არ მოსწონდა. იგი კინგმა 17  წლის ასაკში დაწერა და მრავალი წლის შემდეგ გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია სკოლის მოსწავლის ამბავი, რომელიც საკუთარ მასწავლებელს კლავს და თანაკლასელებს მძევლად აიყვანს.
კინგმა წიგნის გამოცემის შეწყვეტა სცადა კოლორადოში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის გამო, რადგან თვლიდა, რომ ამ ძალადობრივ ფაქტს სწორედ მისმა წიგნმა უბიძგა.

  1. ალან მილნი – „ვინი-პუჰი“

მილნმა „ვინი-პუჰი“ შექმნა საკუთარი შვილისათვის. იგი უთხრობდა მას, თუ რას იტყოდნენ მისი სათამაშოები, რომ გაცოცხლებულიყვნენ.
პუჰამდე მილნმა 7 ვრცელი პიესა და 25 ნოველა დაწერა, თუმცა, მსოფლიოს მისი სახელის გაგონებაზე, მისდა სამწუხაროდ, მხოლოდ ფუმფულა პუჰი და მისი მეგობრები ახსენდება.

  1. ალან მური – „V ნიშნავს ვენდეტას“

მურს დიდი დავა ჰქონდა DC Comics-ის გამომცემლობასთან, რამაც შეაძულა თავისი ორი ყველაზე პოპულარული კომიქსი „მცველები“ და „V ნიშნავს ვენდეტას“. მურს ამ ნოველებზე საავტორო უფლებები სურდა, რაც გამომცემლობამ არ დაუშვა. საპასუხოდ, მურმა ამ ნამუშევრებიდან საკუთარი სახელის ჩამოცილება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

  1. კურტ ვინეგუტი – „ჩემპიონთა საუზმე“

მოთხრობების კოლექციაში „ბზობა“, ვონეგუტმა საკუთარი რამდენიმე ნაშრომი შეაფასა. საზოგადოდ აღიარებულმა „ჩემპიონთა საუზმემ“  – C – შეფასება დაიმსახურა.
ვონეგუტი ხშირად იყო იმედგაცრუებული თავისი ნაშრომებით: „როცა ვწერ, თავს ვგრძნობ, როგორც უხელ-ფეხო ადამიანი, რომელსაც ფანქარი პირში აქვს გაჩრილი,“ – აღნიშნავდა ვინეგუტი.

  1. ჯანეტ უინთერსონი – „ნაოსნობა დამწყებთთათვის“

ნოველა მაგიური რეალიზმის შესახებ, რომელიც უინთერსონმა უბრალოდ, იმიტომ დაწერა რომ ფული სჭირდებოდა. მთავარი გმირი, რომელსაც ნავის აშენება უნდა, მუშაობის პროცესში ქმნის ღმერთს. ამის შემდეგ იგი იწყებს წიგნის წერას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ღმერთი.
მოგვიანებით, ავტორი მაქსიმალურად ეცადა წიგნის გამოცემის შეწყვეტას და ფაქტობრივად, მოახერხა კიდეც.

ასე რომ, საავტორო უფლებების, წიგნის დაწერის თავდაპირველი მიზეზების, საზოგადოების მიერ ავტორის ჩანაფიქრის არასწორად აღქმისა თუ მრავალი სხვა მიზეზის გამო, ბევრ ავტორს იმდენად არ მოსწონს საკუთარი ნაშრომი, რომ მისი გაყიდვის შეწყვეტას ცდილობს.

ნურასოდეს შეშინდებით, ავტორებო! წიგნები ცოცხალი არსებები არიან და თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ დროთა განმავლობაში, შეიძლება, შეიცვალოს.

წყარო: www.lifehack.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები