საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის პოლონეთში

გაცვლითი პროგრამები

The Eastern Initiative Institute  და იაგელონის უნივერსიტეტი იწვევს 18-35 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და  ახალგაზრდა ლიდერებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.

საზაფხულო სკოლა გაიმართება კრაკოვში (პოლონეთი) 28 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით.

პროექტის ინიციატორი არის პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს და წლევანდელი საზაფხულო სკოლა მიეძღვნება საერთაშორისო უსაფრთხოების თემას.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მშვიდობის მშენებლობა და მხარდაჭერა;
  • ადამიანთა უფლებების დაცვა;
  • სამშვიდობო ოპერაციები;
  • კონფლიქტების ანალიზი.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პროგრამის პირველ ეტაპს უმასპინძლებს კურორტი დობჩიცე, სადაც მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოფები, სემინარები და ისინი შეასრულებენ ჯგუფურ სამუშაოებს.

მეორე ეტაპი კი გაიმართება ქალაქ კრაკოვში, სადაც კონფერენციაზე შეჯამდება სტუდენტების ნამუშევრები.

რაც შეეხება ხარჯებს, ორგანიზატორები ანაზღაურებენ მონაწილეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს, მგავრობის საფასური კი მონაწილემ თავად უნდა დაფაროს.

მონაწილეობის მსურველებმა  უნდა გაგზავნოთ CV, მოკლე სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი (პროფესორის, სამსახურის ხელმძღვანელი და ა.შ.) მისამსართზე:  iym@iwi.org.pl

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისის 12:00 საათი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები