თვითნასწავლი მხატვრის სურეალიზმი

აქტუალური

ავტორი: სალომე საგინაშვილი


ჩვენს ქვეყანაში, მართლაც, ნიჭის ზეიმია. უბრალოდ, დაკვირვება და აღმოჩენა უნდა. ახლა, გაგაცნობთ ერთ ნიჭიერ, თვითნასწავლ გოგონას, რომელიც საოცრად ხატავს. თათია ყორღანაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ბევრი რომ არ გავაგრძელო მესამე პირში საუბარი, საკუთარ თავზე თავად თათია მოგვიყვება:

11304342_913433312051340_1572425695_n– თათია, მოდი, გაგვეცანი.

–  თათია ყორღანაშვილი ვარ, 20 წლის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ პოლიტიკის მეცნიერებებზე, წარმოშობით მცხეთიდან ვარ, თუმცა უმეტეს დროს თბილისში ვატარებ.

– მოგვიყევი, რით ხარ დაკავებული ამჟამად?

– ამჟამად  ვსწავლობ და პარალელურად ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია  „ლიბერალური გზის“ პიარ-მენეჯერი.

 – სანამ ხატვაზე გავაგრძელებთ საუბარს, მოკლედ გვითხარი, რა არის თქვენი ორგანიზაციის სამოქმედო არეალი?

– „ლიბერალური გზა“ ხელს უწყობს სტუდენტური პროექტების განვითარებას, ამ უკანასკნელში კი ისევ და ისევ, თავად სტუდენტები არიან ჩართულნი. ვცდილობთ მოვიძიოთ გრანტები, ვატარებთ უამრავ ტრენინგს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

გაქვს რაიმე სამომავლო გეგმა ხატვასთან დაკავშირებით, თუ მხოლოდ მეორეულ პროფესიად მიიჩნევ?

– სამომავლო გეგმებზე ხატვასთან დაკავშირებით, არასდროს არ მიფიქრია იქამდე, სანამ სამხატვრო აკადემია არ დავათვალიერე. როდესაც პირველად ამ უნივერსიტეტში შევედი, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ იყო და არა ილიას უნივერსიტეტში. ვფიქრობ,  უნივერსიტეტს რომ დავასრულებ, აკადემიაში ჩავაბარებ.

– პროფესია, რომელსაც ახლა ეუფლები თავად აირჩიე, თუ ვინმეს რჩევით გადაწყვიტე პოლიტიკის მეცნიერებებზე გესწავლა?

– ეს ისეთი თემაა, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ცხორების გზა, შესაბამისად ჩემი პროფესიის არჩევისას, არავინ ჩარეულა.

11289870_913433208718017_2085514729_n– ვინ შეგაყარა ხატვა? ბავშვობაში თუ დადიოდი რაიმე სამხატვრო წრეზე?

– ორი წლის ვიყავი, პირველად ხატვა რომ დამიწყია. ჩემი პირველი ნახატიც შენახული აქვს ჩემს ოჯახს. სიმართლე გითხრა, არასდროს არ მქონია სურვილი, მევლო ხატვის წრეზე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემით მაქვს ნასწავლი.

– ხშირად ხატავ, თუ მუზას ელოდები?

– მე საკუთარი ფანტაზით ვხატავ და ძნელია, მუზის გარეშე რაიმე კარგი შექმნა.

– რას გრძნობ, როცა ხატავ?

– ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ ხოლმე.

როდის მიხვდი, რომ ხატვა შენთვის თვითგამოხატვის საშუალებაა?

– პატარა ასაკიდან ვხატავ, თუმცა ამ ყველაფერზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როდესაც წამოვიზარდე. მცირე ასაკის ადამიანი ვერ ხვდება, ვერ აცნობიერებს ხოლმე რა უნდა.

11289932_913433182051353_746542599_n– თავად, როგორ შეაფასებდი საკუთარ ნამუშევრებს?

– ჩემი ნამუშევრები სხვებმა უნდა შეაფასონ, მე ძალიან მიჭირს.

– კონკურში ან გამოფენაში თუ მიგიღია მონაწილეობა, საკუთარი ნამუშევრით?

– მქონია უამრავი შემოთავაზება, თუმცა კონკურსები არ მხიბლავს. მხოლოდ მეგობრებით და მათი აზრით შემოვიფარგლები.

– გეყოლება საყვარელი მხატვარი და მასზეც გვითხარი ერთი-ორი სიტყვა.

– რა თქმა უნდა, მყავს. და რადგან მე სურეალიზმს ვაღმერთებ, ჩემი საყვარელი მხატვარიც, ლოგიკურად, სალვადორ დალია, მის თითოეულ ნამუშევარში რაღაც ჩემსას ვხედავ და  ზეგავლენაც აისახება ჩემს ნახატებში.

– შენი აზრით, რა არის თანამედროვე მხატვრობის მთავარი სათქმელი?

– მთავარი სათქმელი? ძნელია ამაზე პასუხის გაცემა… ყველა მხატვარი ინდივიდუალურია…აი, მე მაგალითად, ჩემი ნახატებით ვცდილობ ადამიანების უფლებების და ღირებულებების წარმოჩენას.ზოგი ძალადობას გამოხატავს,ზოგი დღევანდელ ყოფას ზოგიც პოლიტიკას… ასე რომ, მიჭირს მთავარ სათქმელზე საუბარი.

11291218_913433238718014_1653446683_n 11311028_913433235384681_411731159_n

 

11311714_913433255384679_729867056_n 11291980_913433228718015_1860804511_n

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები