Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საზაფხულო დასაქმების ფარგლებში სტუდენტებისთვის ვაკანსია გამოცხადდა

საზაფხულო დასაქმების ფარგლებში სტუდენტებისთვის ვაკანსია გამოცხადდა
May 30
14:57 2015

„საქართველოს ფოსტა“ სტუდენტებისათვის საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დროებით დასაქმდებიან „საქართველოს ფოსტას“ თბილისის სერვისცენტრებში, გაეცნობიან სამუშაო სპეციფიკას და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, დასაქმების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.

ამ ეტაპზე დასაქმება მოხდება კურიერის პოზიციაზე.

გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

დასაქმებული სტუდენტი გადაადგილდება ფეხით.
დასაქმების პროგრამა ანაზღაურებადია.

ძირითადი მოვალეობები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
  • სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
  • სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საშუალო სასაუბრო დონეზე.

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
  • გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.06.2015

CV გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: career@tsu.ge

1,665 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში