სტუდენტებისთვის ბიზნეს პროექტების კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” კოსნკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილეებს მადლობას უხდის თვითმმართველობის საკითხებისადმი გამოჩენილი ინტერესისა და პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოსათვის და პროექტში მონაწილე სტუდენტებს საინტერესო, რაციონალური ბიზნეს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ცენტრის ოფიციალური გვერდის ცნობით, ორგანიზაცია სთავაზობს პროექტში მონაწილე სტუდენტებს მხარდაჭერას საინტერესო, რაციონალური ბიზნეს პროექტების განხორციელებაში და ამ მიზნით იწყებს ახალ პროექტს: კონკურსში “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილე თითოეულ გუნდს ან გუნდის წევრს ინდივიდუალურად (იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გუნდი ვერ მონაწილოებს კონკურსში) საშუალება ეძლევა წარმოადგინოს ბიზნეს პროექტი.

კონკურსი ითვალისწინებს გზამკვლევში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ არგუმენტირებული ბიზნეს გეგმის მომზადებას.

წერილობით წარმოდეგენილი ბიზნეს გეგმის შეფასების რუბრიკა

გზამკვლევი

დანართი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუნდის მიერ ან ინდივიდუალურად წარმოდგენილ ბიზნეს პროექტებს 2 ეტაპად შეაფასებენ შესაბამისი დარგის ექსპერტები. შერჩეულ პროექტებთან დაკავშირებით კონკურსანტები პირველ ეტაპზე მიიღებენ რეკომენდაციებს ექსპერტებისაგან, რაც მათ ბიზნეს გეგმის კვალიფიციურად მომზადებასა და დახვეწაში დაეხმარება.
საუკეთესო პროექტები დაფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ.

საწყის ეტაპზე მონაწილეებისათვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგი ბიზნესის დაგეგმვისა და ორგანიზების საკითხებზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის 5 ივნისის ჩათვლით გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • გუნდის მონაწილეობის შემთხვევაში: მონაწილე გუნდის ნომერი, ლიდერის სახელი და გვარი (თუ ლიდერი ვერ მონაწილობს კონკურსში, გუნდის რომელიმე წევრის სახელი გვარი, საკოტაქტო ინფორმაცია);
  • ინდივიდუალურად მონაწილეობის შემთხვევაში (თუ შესაბამისი გუნდი ვერ მონაწილოებს კონკურსში): მონაწილის სახელი გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.

ინფორმაციის გაგზავნა შეგიძლიატ ელ. ფოსტაზე businessprojects@naec.ge

პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 ივლისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები