Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჩვენ აღარ ვართ ადამიანები

ჩვენ აღარ ვართ ადამიანები
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 02
17:01 2015

ავტორი: ანა ხუციშვილი

თსუ-ის სტუდენტი


მე  ვცხოვრობ ქალაქში, რომელიც აღარ არის ქალაქი. აქ ხეებიც აღარ არიან ხეები,მდინარეც აღარაა მდინარე, აქ  ყველაფერია არაფერი და არაფერია ყველაფერი. თოვლი გადაიქცა წვიმად, წვიმამ  თავი შეაფარა ქვიშას და ვეღარ გავიგე წვიმს თოვლი თუ თოვს ქვიშა.

ვუსმენ ბეთჰოვენს  და ვფიქრობ, – რა მეშველებოდა ამ მელოდიის გარეშე.მაშინ ისევ წვიმისათვის უნდა დამეგდო ყური, რომელიც აღარაა წვიმა, მეცქირა ღრუბლისათვის, რომელიც აღარ არის ღრუბელი  და ასე გამომეგლოვა ბეთჰოვენის სიჩუმე.

დავდივარ ქუჩაში  და ვხედავ, როგორ შევიცვალეთ  ადამიანები. ჩვენ ვუმზერთ ცას და ვერაფერს ვხედავთ.დაგვავიწყდა თუ როგორ გამოიყურება გულწრფელობა. წვიმა იმსახურებს ქოლგას. ცრემლი ხელსახოცს. ადამიანობა ტალახს. თუმცა, სადღაა ადამიანობა, მაშინ როდესაც ყოველდღიურად უგრძნობელი მზერით ვუმასპინძლდებით შეციებულ, მშიერ-მწყურვალ, უმწეო ბავშვებს ქუჩაში?! ეს, ის ბავშვები არიან, რომელთაც  არავინ ჰყავთ, ისინი ამქვეყნად მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე არიან. მათ არავინ ეფერება, არავინ უყვება ზღაპრებს ძილის წინ… ისინი არიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საჭმელი, ჩვენ კი ვართ საზოგადოება, რომელიც  არ ზრუნავს მათზე.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

ეს  ჩვენი სამყაროა. ეს პროგრესის  საუკუნეა. ჩვენ უკვე მოვიწამლეთ გულგრილობით და თუკი  ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა აღარ გვადარდებს  სხვები. მერე რა თუ ვინმე  იმიტომ კვდება რომ ფული არა აქვს წამლის საყიდლად? განა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია არ არის?! პატარა გოგონას მხოლოდ იმიტომ მოერევა სიკვდილი რომ დედამ უფულობის გამო თავის დროზე არ  მიიყვანა ექიმთან,მერე რა? მის გულს ვინმე მდიდარი გადაინერგავს, რომელიც ამის შემდეგ  უფრო კარგად  ითამაშებს გოლფს,იჯირითებს ცხენით, გააბოლებს კუბურ  სიგარას, დალევს სიხსხლივით წითელ ღვინოს, ოცი წლის დაძველებით და ამოწევს მინას, მაშინ როდესაც შუქნიშანთან მანქანას გააჩერებს, აბა იმ ტილიან, ფეხშიშველა ბავშვებს ხურდას ხომ არ მისცემს? მაგათ რა გამოლევს. სამაგიეროდ, თავისი საყვარლის ძაღლს უყიდის ბრილიანტის საყელურს.

ჰო, და – მეზიზღებით მე, ასეთი ხალხი! მეზიზღება ასეთი არაადამიანობა ადამიანებში.მეზიზღება ასეთი სამყარო, ასეთი ოცდამეერთე საუკუნე.

თქვენ გჭირდებათ ასეთი პროგრესი, რომელიც მხოლოდ იმის სიცოცხლეს გადაარჩენს, ვინც ფულს გადაიხდის?! მე – არა. განა, ყველანი ადამიანები არა ვართ? რატომ გვავიწყდება რომ არავინ არავიზე არაფრით მეტი არ არის.თავის დროზე ,,მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან’’, თავის დროზე  ყველა მივხვდებით რომ  სიკეთის,მზრუნველობისა და სიყვარულის ფასი არაფერია,რომ არაფერი დაგვაკლდება თუკი უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს-გავუღიმებთ გულწრფელად, სიყვარულით.

მანამ კი, მე დავდივარ ქალაქში და ვხედავ რომ ხალხი აღარ არის ხალხი. მე აღარ ვარ მე. ის აღარ არის ის.ზოგს კი ჰგონია რომ იმავედ დარჩა, რაც იყო ძველად და ეს მაშინ, როდესაც ქალაქიც აღარ არის ქალაქი  და მზეც აღარ არის მზე და გზაც აღარ არის გზა.

… და ჩვენ დავდივართ და ჩვენ გვგონია, სინამდვილეში კი  ჩვენ მხოლოდ ვსუნთქავთ, ვსუნთქავთ ჰაერს, რომელიც აღარ არის ჰაერი…

272 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში