Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მიუსაფარობა, ანუ მოწყალების იმედად დარჩენილი სიცოცხლე

მიუსაფარობა, ანუ მოწყალების იმედად დარჩენილი სიცოცხლე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 03
14:10 2015

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი

თსუ-ის სტუდენტი


ლექციების დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე ფეხით  წავსულიყავი სახლში. ეს ალბათ კარგმა ამინდმა განაპირობა.ჩვეულებრივ ყოველთვის მეზარება პეხით სიარული და ხალხით გადაჭედილ ავტობულსში ასვლას ვამჯობინებ. ყურსასმენები მოვიმარჯვე და ხალისით ჩავუყევი ვარაზის ხევს. ვუსმენდი მუსიკას და ვცილობდი უკვე კარგად ნაცნობი სიტყვები არ გამომპარვოდა. თუმცა,  ფიქრი ხშირად სხვაგან გამირბოდა.

სად ან რაზე…

ვფიქრობდი ყველასა და ყველაფერზე, ვფიქრობდი ჩემს პრობლემებზე…

პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის დაქცევად მეჩვენებოდა…

ფიქრებში გართული ავუყევი  დოლიძის ქუჩას. სულ მალე კი მივუახლოვდი  თამარ მეფის სახელობის ეკლესიას. იქვე,  კუთხეში  პირჯვარის გადასაწერად გავჩერდი და დავინახე ქალბატონი, რომელიც სკამზე ცდილობდა დაჯდობას, თუმცა ამას ვერ ახერხებდა.  ეს სწორედ ის ქალბატონი იყო, რომელიც ერთი კვირის წინ, სწორედ ამ ტაძრის წინ ვნახე.მაშინ უამრავი ხალხი ეხვია გარს, ცდილობდნენ მის დახმარებას. თუმცა, როგორც ჩანს მათთმა დახმარებამ შედეგი ვერ გამოიღო. ის კვლავ მიწაზე ხოხავდა და ცდილობდა ხელბში ძალ-ღონე მოეკრიბა და სკამზე დამჯდარიყო. ზოგჯერ ცას აჰხედავდა, რამდენიმე წამს უყურებდა გაშტერებით, შემდეგ თავლები მოუწყლიანდებოდა და რეალობას უბრუნდებოდა.  იქვე ყუთში უამრავი საჭმელი იყო. საჭმელი მიუსაფარისთვის… მიუსაფარისთვის, რომელსაც საჭმელი ხელიდან უცვივდებოდა. იგი მთელი სხეულით კანკალებდა და ტიროდა. მივუახლოვდი და დახმარება შევთავაზე, თუმცა მან ამის ნება არ მომცა. უარის ნიშნად თავი გამიქნია და რაღაც უცნაურად ჩაიბუტბუტა თავისთვის.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

გულნატკენმა და ნირწამხდარმა განვაგრძე გზა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი…საკუთარ თავში ვგრძნობდი უდიდეს უძლურებას. უძლურებას იმის გამო, რომ ვერ შევძელი მისი დახმარება.  გაჭირვებაში მივატოვე ადამიანი… ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება თნადგომა და სითბო საზოგადოებისგან.

ახლა დავფიქრდი სინამდვილეში რა არის ნამდვილი პრობლემა და გასაჭირი.

რა არის მიუსაფარობა? ვის სჭირდება საზოგადოების თანადგომა? დავფიქრდი და გავბრაზდი კარგად ჩაცმულ, ჯანმრთელ ადამიანებზე, რომელთაც სამოწყალოდ ხელი აქვთ გამოწვდილი. ადამიანებზე, რომელთაც სახლიც აქვთ, ოჯახიც, საჭმელიც… ასეთი ადამიანებისთვის სამოწყალოდ დგომა, თითქოს პროფესიად და ერთგვარ საქმიანობად იქცა.  ეს არ არის მიუსაფარობა… ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ საზოგადოების დახმარებას.

მიუსაფარი კი, სწორედ, ის ქალბატონია, რომელსაც ღია ცის ქვეშ უწევს ღამის გათენება… ადამიანი, რომელსაც არ აქვს სახლი, არ ჰყავს ოჯახი. უჭირს მეტყველება…ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ჭამას. ადამიანი, რომელსაც ძაღლები აცლიან საჭმელს და ადამიანი, რომელიც  სხეულის კანკალის გამო  სკამზე ჯდომას ვერ ახერხებს. ეს არის მიუსაფარი, ეს არის ის ადამიანი, რომელიც თითოეული ჩვენგანის დახმარებას, თანადგომასა და სიყვარულსა  საჭიროებს. ადამიანი, რომელიც საზოგადოებისგან ღიმილს და თანაგრძნობას ითხოვს. ადამიანი, რომელსაც ცა უყვარს და ადამიანი, რომელიც ცდილობს რამდენიმე წამით დაივიწყოს საკუთარი უძლურება…

136 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში