Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“smart ჯინსები” – ახალი ერა ტანსაცმელზე

“smart ჯინსები” – ახალი ერა ტანსაცმელზე
June 03
16:06 2015

Google-მა და Levi’s-მა მასშტაბური პროექტი “Project Jacquard” წამოიწყეს. პროექტის ფარგლებში შეიკერება ტანსაცმელი, რომლითაც სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობების რეგულირება შეგეძლებათ. მაგალითად, სმარტფონში შემომავალი ზარის ჯიბიდან ამოღების გარეშე გათიშვა. 

intelligent-clothes-today-04_3f88f3c55e3f72bd058a7bebf3d75f85.today-inline-largeGoogle-ის ქვედანაყოფმა, Advanced Technology And Projects-მა (ATAP), სან-ფრანცისკოში, კონფერენცია Google I/O-ზე დააანონსა მიკროსენსორები, რომელთა ინტეგრაციაც ქსოვილშია შესაძლებელი. ეს კი, მისგან შეკერილ ტანსაცმელს ელექტრონულ მოწყობილობად აქცევს.

მოსალოდნელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, Google-მა ტანსაცმლის მწარმოებელ ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლებს. პირველ ეტაპზე კი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორი, ჯინსების მწარმოებელი Levi’s-ი იქნება.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

პროექტის სახელწოდებაა Project Jacquard-ი და მისი წარდგენისას კონფერენციაზე, ივან პუპირევმა განაცხადა, რომ „სენსორული“ ქსოვილისგან შეკერილი პიჯაკი აცვია. ATAP-ის სპეციალისტებმა მოიფიქრეს როგორ უნდა ინტეგრირდეს სენსორები ქსოვილში, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს მისგან ტანსაცმლის შეკერვა და შემდგომში მისი მოვლა.

პუპირევმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისნაირი პიჯაკის მფლობელს, მაგალითად, სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთ-ერთ სახელოზე ხელის გასმით.

ამ პროექტის ფარგლებში Levi’s-ი ელექტრონული ჯინსების შეკერვას აპირებს, განაცხადა Levi’s-ის გლობალური ინოვაციური პროდუქციის მიმართულების ხელმძღვანელმა პოლ დილინჯერმა. პროექტის პრეზენტაცია ” I/O Google”-ზე განხორციელდა.  ტანსაცმლის გამოშვება 2016 წლიდანაა დაგეგმილი.

intelligent-clothes-today-01_07ba451d08b40301b2786f03508c9c3b.today-inline-large

247 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში