უფასო სამაგისტრო პროგრამები აშშ-ში

გაცვლითი პროგრამები

ამერიკის საელჩო საქართველოში ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს, კონკურსს აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე უფასოდ სასწავლებლად. კონკურსის გამარჯვებულები 2016-2017 წლებში მაგისტრატურას ამერიკაში უფასოდ გაივლიან. პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკაში ნებისმიერი სპეციალობის დაფინანსებას, ბიზნესის ადმინისტრირების გარდა.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ფულბრაიტის სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული პროგრამაა, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • აპლიკანტი  უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებულიგანათლება;
  • აპლიკანტი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს წერით და ზეპირ ინგლისურს, რათაშეძლოს ამერიკაში სწავლა;
  • აპლიკანტმა  უნდა მიიღოს J-1 ვიზა, რაც გულისხმობს სწავლის დასრულების შემდეგმინიმუმ 2 წლით საქართველოში დაბრუნების პირობას;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელისამედიცინო მდგომარეობა;
  • განცხადების შემოტანა არ შეუძლიათ ამერიკის მოქალაქეებს ან ამერიკაში დროებით მცხოვრებ ადამიანებს.

განცხადების შევსების პროცესი:

  • დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის შესავსებად უნდა შეავსოთ  ონლაინფორმა
  • 3 საერკომენდაციო წერილი – ლექტორებისგან, პროფესორებისგან ან სამსახურში თქვენიხელმძღვანელისგან (სარეკომენდაციო წერილის ატვირთვა ხდება ონლაინ, წერილის ავტორის მიერ);
  • სასწავლო ნიშნების ფურცლის ასლი – ოფიციალური დამოწმებული ასლები, რომლებიც მოიცავენ თქვენს აკადემიურ მოსწრებას ყველა გავლილი სასწავლო დაწესებულებებიდან (უნდა აიტვირთოს ონლაინ);
  • ინგლისურად ნათარგმნი ოფიციალური ნიშნების ფურცელი (უნდა აიტვირთოს ონლაინ);
  • დიპლომ(ებ)ი – ორიგინალის ასლი (უნდა აიტვირთოს ონლაინ).

დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადი შეაქვთ სოციალური მეცნიერების, ჟურნალისტიკის ანჰუმანიტარულ სპეციალობებზე, შეუძლიათ წარადგინონ წერილობითი ნიმუშები (კვლევები,გამოქვეყნებული სტატიები და ა.შ.) თუ ჩათვლიან, რომ ეს მათ განცახდების ფორმას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
  • ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს კანდიდატებს შეუძლიათ წარადგინონ:პორტფოლი საკუთარი ნამუშევრების სლაიდით, ვიდეო, ფილმები, მუსიკალური კასეტა და ა.შ;
  • კანდიდატებს შეუძლიათ წარადგინონ პროფესიული რეზიუმე, თუმცა ეს არაა სავალდებულო;
  • საშემსრულებლო ხელოვნების კანიდატები შეიძლება სინჯებზე წასრდგნენ.

შერჩეული კანდიდატები 2015 წლის სექტემბერში ტესტირებებს TOEFL-ში და GRE-ში გაივლიან.

ნახევარფინალისტებს დაენიშნებათ გამოცდა, ხოლო ფინალისტები საბოლოო გასაუბრებაზე საელჩოში წარსდგებიან.

კონკურსში განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 13 ივლისი, 18:00 სთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ამერიკის საელჩოს საქართველოში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები