Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,სტუდენტური დღეები 2015-ის” გრანპრის მფლობელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა

,,სტუდენტური დღეები 2015-ის” გრანპრის მფლობელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა
June 05
12:09 2015

3 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში,სტუდენტური დღეები 2015-ის” დახურვის ცერემონიალი გაიმართა.  კონცერტში მონაწილეობა მიიღეს  სტუდენტურ დღეებში გამარჯვებული უნივერსიტეტების შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნომერი, მათ შორის: ხალხური და თანამედროვე სიმღერა, ხალხური და თანამედროვე ცეკვა, თეატრალური და ორიგინალური დადგმა და სხვა.

სტუდენტური დღეები 2015-ის  ფარგლებში ჩატარდა სპორტული, კულტურულ-შემოქმედებითი და ინტელექტუალური შეჯიბრებები. პროექტის გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ და მსაჯებმა სხვადასხვა მიმართულებებისა და სახეობების მიხედვით.

დასკვნით კონცერტზე დაჯილდოვდნენ  როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ნომინაციები.

გამარჯვებულთა საერთო ქულები შეიკრიბა და გამოცხადდა წლის გრანპრისმფლობელი უმაღლესი სასწავლებელი. სტუდენტური დღეების ისტორიაში მეოთხედ ამ პრიზის მფლობელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

გამარჯვებული უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს ჯილდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

„სტუდენტური დღეები 2015″-ში მონაწილეობას 47 უმაღლესი სასწავლებელი და 5000 ზე მეტი სტუდენტი იღებდა. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს და  ორგანიზატორს გადაეცა  ჯილდო და მადლობის სიგელი.

სტუდენტური დღეები არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ღონისძება, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. წელს პროექტში მონაწილეობას იღებს საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებელი.

სტუდენტური დღეები 2015  – ის მიზნები და ამოცანებია:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
  • სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაცია;
264 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში