სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

დასაქმება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროექტის “სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში” ფარგლებში არაანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აცხადებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სტაჟირების ძირითადი მიმართულებებია:

  • პროექტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობა, პროექტის კოორდინატორის ხელმძღვანელობით;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების გაანალიზებაში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, პროექტის კოორდინატორის ხელმძღვანელობით;
  • სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგების გაანალიზებასა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით და სისხლის სამართლის ანალიტიკოსის ხელმძღვანელობით;
  •  პროექტის კოორდინატორთან და სისხლის სამართლის ანალიტიკოსთან კოორდინირებით სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებაზე მუშაობა;
  • პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების საკითხებზე საერთაშორისო აქტების, რეკომენდაციების და ანგარიშების ტექსტებთან მუშაობა;
  • სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებზე მუშაობა პროექტის კოორდინატორთან და სისხლის სამართლის ანალიტიკოსთან შეთანხმებით;
  • პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა აქტივობებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ან იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
  • უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც დაინტერესებულია სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობით;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება ანალიტიკური აზროვნების, წერის უნარის და მაღალი მოტივაციის მქონე კონკურსანტს.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საკონკურსო მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 15 ივნისი, 18:00 საათი.

საბუთები მიიღება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: sarajishvili@gyla.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები