Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ნამდვილი სამოთხე ,,დასწრების ეფექტის’’ შესაქმნელად – ანუ  მოგზაურობა ხოხოულაში

ნამდვილი სამოთხე ,,დასწრების ეფექტის’’ შესაქმნელად – ანუ  მოგზაურობა ხოხოულაში
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 08
12:56 2015

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

თსუ-ის სტუდენტი


თუ შეგიძლიათ, წარმოდიგინოთ სიმწვანეში ჩაფლული, მთებშემორტყმული დიდი მდელო, სადაც ოდესღაც არსებული თევზსაშენის არსებობას ბაყაყების ყიყინი და ჭაობიდან ამოწვერილი მაღალი მცენარეები მოწმობს, აქა-იქ შემორჩენილი ყოფილი წყალსადენის შენობებით, რომლებიც ამჟამად, ფერმერთა ერთადერთ თავშესაფარსა და საქონლის სადგომს წარმოადგენს, თქვენ ხედავთ იმ ადგილს, რომელსაც ხოხოულას ეძახიან.
ხოხოულა ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირს ეკუთვნის და გზიდან სულ რაღაც სამი კილომეტრის სავალზეა. მიუხედავად მანძილის სიმცირისა, ტაქსის მძღოლებისათვის გზის გაუმართაობა მაინც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და ზესტაფონიდან წასულს, დანიშნულების ადგილზე მისვლისას, 5-ის ნაცვლად 8 ლარს გართმევენ, თან თავს იმართლებენ, ცოდოა მანქანა, ცუდად არ გამიგოო.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

1ქ

ბატონი იასონი, იგივე იასონა, ხოხოულას ერთ-ერთი ფერმის ბინადარია. ფერმისაკენ მიმავალ გზაზე იმ ლეგენდად ქცეულ ისტორიას იხსენებს, რომლის თანახმადაც, ვალის ასაღებად მისულმა ვაჟკაცმა ულვაში გაიპარსა და მევალეს თეთრ ცხვირსახოცში გახვეული დაუტოვა, აქაოდა, ჩემი ნამუსი შენთან იყოსო.  ფულის დასაბრუნებლად მისულს კი ,,ნამუსის’’ წაღება დაავიწყდა და მიაძახეს, ხორხოულა დაგრჩაო.

2წ

ისტორიის მოსმენით გამოწვეული ღიმილი შეიძლება სახეზე ,,შეგაშრეთ’’, როდესაც იასონასა და კიდევ 3 ფერმერის თავშესაფარის კარს შეაღებთ. შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება იატაკამოცვენილ ქოხში ცხოვრობდე, რომლის გვერდით ოთახშიც, ყოფილი წყლასადენის აუზში, ,,წვერა(თევზის სახეობა’’) ჰყავთ გაშვებული’’ და თან ხუმრობის ხასიათზე იყო.

3წ

იასონა კი მაინც ხუმრობს, თან მათი ,,სასახლის’’ დათვალიერებას მთავაზობს და ღიმილით ცდილობს ამიხსნას, რატომ ,,ინახავენ’’ ქილაში ჩადებულ კვერცხებს თევზების აუზში: ,,შენ რა მაცივარს ელოდი, განა?’’.

4წ

ყველის ამოყვანის დროც დგება, ,,სეტკიან’’ საწოლზე ,,გაშოტილი’’ ომარი ადგომას კადრულობს და შეშის შემოსატანად მიდის, ღუმელში ცეცხლი უნდა დაანთონ, არადა დღეს მაისის 26-ია. ,,კი გვცხელა მარა, რას ვიზამთ. ყველი ხო უნდა ამევიყვანოთ, გაზი და დენი ჩვენ არა გაქვს და აი ამ კერასინკაში კიდე გაზი გამოგველია’’- თავს იმათლებს იასონა და კუთხეში მდგარი ოდესღაც ლურჯი ,,კერასინკისაკენ’’ იხედება.

5წ

იმ ფაქტზე, რომ 4 ფერმერი 21-ე საუკუნეში ცხოვრობს, კედელზე ჩამოკიდებული რადიო და მწვანე, ელემენტებიანი ხელის სანათი მოწმობს. იასონამ ცეცხლი უკვე დაანთო, ,,სამკვეთლოს’’ თავს ხსნის ღუმელზე შემოდგმულ ქვაბში ასხამს და თაროდან ხის ჯოხს იღებს. შემდეგ რძეს მოურევს დაფერთხავს და ისევ უკან შემოდებს, თან მთაში გადამხდარ ისტორიებს იხსენებს, ზაფხულობით საქონელი მთაში მიჰყავთ.

6.წ

ამ დროს ბაზარში წასულებიც ბრუნდებიან კარგად შენახული, თეთრი ჟიგულით, თან ცარიელი კალათები და გავსებული პარკები მოაქვთ. ყველი გაუყიდიათ და სურსათიც მოუმარაგებიათ. კედელზე ჩამოკიდებული, კარადის ფუნქციაშეთავსებული, ხის ყუთიც ივსება. ბატონი ომარი კი საუბარში ერთვება: ,,ნეტა კი იყოს საჭმელი და მაგის შესანახ ადგილს ვერ გამოვნახავთ?!’’.

7წ

ჩემთან ერთი მოკრძალებული თხოვნაც აღმოაჩნდათ,  გვერდით ფერმაში წასვლა შემომთავაზეს, კარგი ფოტოები გამოვაო, მხოლოდ ეს მითხრეს. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ,,კოლეგა’’ მათი საძოვრის მითვისებას ცდილობდა, ჩემი მისვლით კი მის დაშინებას შეეცადნენ. თავიდან მეც ძალიან მიკვირდა, რატომ არ მანებებდა ფერმის მეპატრონე საქონლის სადგომისა და საძოვრების გადაღებას, შემეგ ეს ყველაფერი ხუმრობით გამიმხილეს და დაუპატიჟებელი სტუმრისათვის სუფრის გაშლას შეუდგნენ. ,,კაი კალბასი’’ ცოლის გამოტანებული ახალი ტყემალი და წითელი ღვინო აქვთ სადილად. საქონლის მოსადგომად წასული მხედარიც ბრუნდება…

9

მოსაღამოვდა, ,,ბორჯომის’’ ბოთლში ჩარჭობილ, ჩამოღვენთილ სანთლებს ანთებენ და მაგიდის შუაგულში დგამენ. მე კი სახლში ლურჯი ,,07-ით’’ მისტუმრებენ. ჟურნალები და გაზეთები ჩმაოგვიტანე, დროს მაინც მოვკლავთო, მეძახიან და ხელს მიქნევენ.

10

ფერმიდან წამოსვლისას შემორჩენილი თბილი და სევდანარევი ემოცია კი განელებას ვერ ასწრებს, როდესაც მძღოლი გზად მიმავალ კაცს მანახვებს და მის ისტორიას მიყვება: ,,შვილებმა გამოაგდეს, სხვის ფერმაშია ცოლთან ერთად, ღამის გასათევი რომ იშოვოს, მოჯამაგირედ დოუდგა, ნახევარჯერ მშიერია. აგე იქ პატარა ქოხი ჰქონდა და ჩამეექცა, რას იზამ, ასეთია ცხოვრება…’’

11

მართლაც, რა უნდა ვქნათ? – მე ისღა დამრჩენია დაგროვებულ ემოციებს თავი მოვუყარო და ბლოკნოტში სასწრაფოდ ჩავინიშო სახასიათო დეტალები, რათა რაც შეიძლება უკეთ შევქნმა ,,დასწრების ეფექტი’’.

111

 

287 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში