102 წლის გერმანელმა ქალბატონმა დოქტორის ხარისხი დაიცვა

საინტერესო ფაქტები

102 წლის გერმანელი ქალბატონი, Ingeborn Syllm-Rapoport მსოფლიოში უხუცესი ადამიანია, ვინც დოქტორის ხარისხი დაიცვა.  ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

მას ხარისხის დაცვა 1938 წელს სურდა, თუმცა ნახევრად ებრაული წარმოშობის გამო ნაცისტური რეჟიმის ფონზე ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

,,ეს პრინციპის საქმე იყო და არა უბრალოდ ახირება. ჩემს დისერტაცია, რომელიც 102 წლის ასაკში დავიცავი მე, იმ ადამიანებისთვის გავაკეთე ვინც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა” – აღნიშნა მან.

Euronews – ის ცნობით, სადოქტორო ნაშრომის თემა დიფტერია იყო. დისერტაციის შესაფასებლად კომისიის წევრები ქალბატონ ინგებორნს თავის სახლში ეწვივნენ. როგორც ჰამბურგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, იგი გაოცდა 102 წლის ქალბატონის ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და თანამედროვე მედიცინაზე შეხედულებებით.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები