Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რესოციალიზაცია ქართულად

რესოციალიზაცია ქართულად
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 10
14:27 2015

ავტორი: მარიამ გოგატიშვილი

თსუ-ის სტუდენტი


მოძრაობა ,,დავითიანნთანარსებული სოციალური საწარმო ერთერთი პირველია საქართველოში, რომელც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დასაქმებაზე მუშაობს.  საწარმო ძირითად მიზნად ყოფილი მსჯავრდებულებისა და არასრულწლოვანი პრობაციონერების რესოციალიზაციასაც ისახავს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით ახალგაზრდულმა არასამთავრებო ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“, რომლის მთავარი მიზნები მომავალი თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო, მიმართულებებით მუშაობაა, რაც გამოიხატება – ახალგაზრდებში, სხვადასხვა ღონისძიებებისა და და აქტივობების საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული, ფასეულობების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 2013 წელს, თბილისში სოცალური საწარმო გახსნა. სკოლა-სახელოსნო  თავდაპირველად 2 საწარმოო ხაზს, ხის სათამაშოების დამზადებასა და მინანქრის ნაკეთობების შექმნას მოიცავდა. ამჟამად საწარმოში მხოლოდ ხის ნაკეთობებს ამზადებენ.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

,,საწარმოს გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ მომხდარ მსჯავრდებულთა შეწყალებას უკავშირდება. ჩვენ დიდი ყურადღებას ვუთმობთ პრობაციონერებს, ამ სკოლა-სახელოსნოს საშუალებით კი მათი გადამზადება და რესოციალიზაცია გვსურდა. პროექტში თავიდან ქალ მსჯავრდებულებთან ერთად არასრულწლოვანი პრობაციონერებიც მონაწილეობდნენ. თუმცა შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ბენეფიციალებს გარდა რესოციალიზაციისა  ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც ესაჭიროებოდათ, რაც ჩვენს პროფილში არ შედიოდა. ამიტომ, ძირითადი ყურადღება შშმ პირებზე შევაჩერეთ. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სმენადაქვეითებულებზე“, – აღნიშნა კონსტანტინე სვანიძემ, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დავითიანნის“ პრეზიდენტმა.

სოციალურ საწარმოში, დღეს ორი  შშმ პირი ( სმენადაქვეითებული) და ერთი სოციალურად დაუცველი ადამიანი მუშაობს. მათი მუშაობის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: – ხის დამუშავება, სასურველი ფორმის მიცემა და საღებავებით მისი გაფორმება. ამ ყველაფრის ასათვისებლად დიდი დრო და ენერგია სჭირდებათ. ერთ-ერთი ოსტატის, შოთა კიკილაშვილის თქმით, შშმ პირებისათვის ნაკეთობების დამზადების პროცესი რთულია:

,,რთულია მათთან მუშაობა, რადგან განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. ადრე, მსჯავრდებულებიც მყავდა, რომლებიც საქმეს გულს ვერ უდებდნენ. არ ვიცი რა სჭირდათ, ვფიქრობ, არ აინტერესებდათ ან გადაღლილები იყვნენ. რაც შეეხება შშმ პირებს, მათგან  ერთ-ერთმა ძალიან კარგად აითვისა ხეზე მუშაობა, თუმცა სხვა სამსახური იშოვა, უფრო მაღალანაზღაურებადი და იქ გადავიდა სამუშაოდ. ახლა, ვისაც ვასწავლი არა უშავთ რა, თუმცა, კონტაქტი გვიჭირს. რთულია, სწორად ავუხსნა, თუ რას ვითხოვ მათგან. ახლა, უკვე, ტუჩებზე მაკვირდებიან და ისე ხვდებიან რა მინდა. როდესაც თვითონ უნდათ რაღაცის თქმა, ჟესტების ენით მაგებინებენ ან ქაღალდზე მიწერენ. ხან კი, ესაც არ არის ხოლმე გამოსავალი“, – აღნიშნავს შოთა კიკილაშვილი.

სოცალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანები, თავდაპირველად, ხის სათამაშოების დამზადების გარდა, მინანქრის ნაკეთობების შექმნაზეც მუშაობდნენ, თუმცა, გარკვეული სირთულეების შემდეგ, მინანქრის ნაკეთობების წარმოება შეწყდა:

,,მინანქრის ნაკეთობების დამზადება ძალიან გაუჭირდათ ჩვენს ბენეფიციარებს. ხეზე მუშაობაც უჭირთ და მინანქარზე მუშაობა კი გაცილებით რთულია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მხოლოდ ხის სათამაშოები გვეწარმოებინა“, – განმარტავს შოთა კიკილაშვილი.

,,დავითიანნთან“ არსებული სოციალური საწარმო, ქართული რეალობისთვის, წინ გადადგმულ ნაბიჯია, რადგან მსგავი ტიპის დაწესებულებები, რაოდენობრივად, ძალიან ცოტა გვაქვს ქვეყანაში. არა და, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების რესოციალიზაცია, დღეს საკმაოდ მწვავე პრობლემად დგას. განა, რა უნდა იყოს, იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებს, საკუთარი შრომით თანხის გამომუშავების შესაძლებლობა მივცეთ?!

352 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში