Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

უგზო-უკვლო სტუდენტობა

უგზო-უკვლო სტუდენტობა
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 11
12:04 2015

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

თსუ-ის სტუდენტი


სწავლის ეტაპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, მაინც, აბიტურიენტობაა, ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეების უმეტესობა ასე აღიქვამს. ყველაზე საინტერესო და ბედნიერ პერიოდად კი, სტუდენტობის წლები ითვლება.  სკოლაში სწავლის ბოლო წელს, გარდა იმისა, რომ მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ხარ და მომავალ გამოცდებზე დარდობ, – ფიქრობ და აანალიზებ, როგორი იქნება  მომავალი სასწავლო გარემო, პროცესი  და ზოგადად, როგორი იქნება სტუდენტობის ოთხი წელი.

აბიტურიენტობის პერიოდში მოსწავლეთა უმეტესობას მხოლოდ ბუნდოვანი წამოდგენა აქვს იმის შესახებ თუ როგორ დაეუფლება მომავალ პროფესიას. ნაწილი კი არც ფიქრობს, რომ ერთ დღეს ადგეს  და ნახოს სად და როგორ პირობებში უნდა ისწავლოს. კერძო უნივერსიტეტების რეკლამები ხშირად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყურადღების მიღმა ტოვებს, თუმცა რეიტინგის მიხედვით ის მაინც ყოველთვის ლიდერია, მას არ სჭირდება ზედმეტი რეკლამა, რადგან ისტორიის და უკვე დამკვიდრებული სახელის წყალობით აბიტურიენტების უმეტესობა საურველ უნივერსიტეტებს შორის სახელმწიფო უნივერიტეტს პირველ ადგილას წერს.

მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ერთ დღეს დავსწრებოდი ერთ ან ორ ლექციას და ჩემი მომავალი საქმიანობა უკეთ წარმომედგინა. მოუმზადებლობის შედეგად სწავლის დაწყების პირველ დღეს  დაბნეულად დავდიოდი და აუდიტორიის ძიებაში ვიყავი.  ჩამოხეული შპალერის და დახეთქილი კედლების დანახვის შემდეგ კი უკვე შეშფოთებული ვიჯექი აუდიტორიაში.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

დროთა განმავლობაში, სასურველ უნივერსიტეტებს შორის, ყველაზე სასურველი უნივერსიტეტის დახეთქილ კედლებსაც  შევეჩვიე, მოუწესრიგებელი საპირფარეშოებიც აღარ არის ჩემთვის უცხო. სამაგიეროდ, ყოველ წელს, ვხედავ ჩემნაირ დაბნეულ და შემდეგ შეშფოთებულ პირველკურსელებს, რომლებიც პირველ დღეს ჩემნაირი დაბნეული სახით დადიან. ხოლო შემდეგ უნივერსიტეტსა თუ მის გარეთ აქტიურად გამოთქვამენ პრეტენზიებს სასწავლო პროცესით და გარემოთი უკმაყოფილების გამო, ხშირ შემთხვევაში პროტესტი, – წუწუნს არ სცილდება.

მეც და ჩემნაირი სტუდენტებიც დარწმუნებულები ვართ, იმაში რომ უნივერსიტეტში ბერვი რამ შესაცვლელია.

ჟურნალისტიკის დაუფლებისას მეტ პრაქტიკულ სამუშაოებს უნდა ვასრულებდეთ. სწავლის პროცესში ვარ და ვგრძნობ რომ მეტი დატვირთვა მჭირდება, საჭიროა მეტი მუშაობა რადიოსთან და კამერასთან. ასევე საჭიროა მეტი  წერითი სამუშაოების შესრულება. უნივერსიტეტში რეალურად, არ არის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც სტუდენტებს მოგვცემს იმის ამბიციას, რომ მაღალი სტანდარტების დაწესებულებაში ვიმუშაოთ.

ახლა, მესამე კურსზე მყოფს  მახსენდება ოდესღაც პირველ კურსზე სასწავლო პროგრამაში ამოკითხული  საგნების მიმზიდველი სახელები, რომელთა უმეტესობამაც ისევ Power point-ის პრეზენტაციის მომზადებაში გაგვწაფა მომავალი ჟურნალისტები.

მომავალ წელს უკვე დამამთავრებელ კურსზე ყოფნისას, კვლავ ვნახავ უგზო-უკვლოდ და დაბნეული სახით მოსიარულე პირველკურსელებს და კვლავ ჩემი თავი გამახსენდება.

383 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში