Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მსოფლიო (ევროპა) როგორც ‘’მასწავლებელი“ !?

მსოფლიო (ევროპა) როგორც ‘’მასწავლებელი“ !?
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
June 16
15:08 2015

ავტორი: ლანა ჩიგოგიძე

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


დღეს ცხოვრება გვიწევს სამწუხარო რეალობაში, რომელშიც ყოველდღიურად გვესმის, სიტყვები: ევროპა მასწავლებელი, რომ ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ, სიყვარული, ჰუმანურობა, გენდერული თანასწორრობა, რელლიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის შემწყნარებლობა, დემოკრატიულობა  და ა.შ. 

ვეთანხმები, რომ დღეს, ეს ყველაფერი ნამდვილად გვაკლია, და აკლია საქართველოს, მაგრამ… აქ არსებობს ერთი დიდი მაგრამ. ჩვენ ამ „სწავლის“ პროცეში ვივიწყებთ ჩვენს ისტორიას, რომელიც შემდეგს ამბობს და გვასწავლის!  პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი სახელწიფოებრიობა 30საუკუნეს ითვლის, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი მეხუთე-მეექვსე საუკუნეში ჩამოყალიბდა, მათი დამწერლობა კი ლათინურ ანბანზეა დამყარებული, მაშინ როდესაც ჩვენ, გაგვაჩნია ჩვენი, საკუთარი დამწერლობა და ის ერთ ერთი უძველესია მსოფლიოში, იყო დრო როდესაც საქართველო  ევროპაში გამორჩეული ქვეყანა იყო, და საკუთარი ნიშა ეკავა, ეს არაა ბრმა პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანის, მოსაზრება, ან პოპულისტური განცხადება, არამედ ეს იმ დროინდელი რეალობა.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

ახლა კი, ცალკეული თემები განვიხილით. გვასწავლიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პატივისცემას და მათ შემწყნარებლობას, მაშინ როდესაც მე-12საუკუნეში, დავით აღმაშენებელი, მეჩეთში ლოცულობდა, შესანიშნავად ფლობდა ყურანს, და მაჰმადიანებისთვის თბილიში სპეციალური სახლიც კი დაარსა სადაც მათ ჰქონდათ შეკრების და სჯა ბაასისი შესაძლებლობა, ასევე 1122 წლიდან როდესაც დავითმა თბილისი აიღო, მან პრივილეგირებ მდგომარეობაში ჩააყენა მაჰმადიანები, და გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ამავე პერიოდში, დასახლებებში სადაც ქრისტიანი და მუსლიმანი ერთად ცხოვრობდა, ქრისტიანს არ ჰქონდა უფლება, ყოლოდა ღორი, რათა ამით არ დაეკნინებინა მათი რელიგია.

შემდგომი თემა, ეხება გენდერულ თანასწორობას,  პირადად ჩემთვის ამ თემის საქართველოში დაყენება, როგორც პრობემის მიუღებელი და შეურაცმყოფელია. კერძოდ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც მე-12 საუკუნეში ჰყავდა ქალი მეფე, რაც იმ დროინდელი რეალობისთვის, მიუღებელი იყო მსოფლიოსა  და ევროპისათვის. ასევე, მე-12 საუკუნის საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა (სხეულის დამახინჯებაც კი) რაც მერწმუნეთ, იმ დროენდელი ევროპისათვის, კონტექსტიდან ამოვარდნილი და სრულიად მიუღებელი მოვლენა იყო. ევროპის დიდ ნაწილში სიკვდილთ დასჯა გაუქმებული იქნა მე-20 საუკუნის  ოთხმოციან წლებში.

აქვე ფიქსირდება კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი,  რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს ქალის ძლიერ როლზე იმ დროინდელ საქართველოში, კერძოდ  თამარმა ყუთლუ-არსლანთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა, ორი მანდილოსანი. და მიიღო ის შედეგი რაც მას სურდა, ამ დროს კი ევროპის ქვეყნებში, ქალის ელჩად წარსგზავნა შეურაცმყოფელი იყო მოწინააღმდეგისთვის. რადგან ქალის როლს შევეხეთ ჩვენს ისტორიაში, უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველო იყო ევროპის მე-4 ქვეყანა, რომელშიაც ქალს ქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კერძოდ ეს მოხდა 1919 წელს.  ასევე თამარის ეპოქას უკავშირდება რენესანსის ხანა საქართველოში, რომელიც დავითის დროს დაიწყო, ხოლო ის ევროპაში დაიწყო მაშინ როდესაც საქართველოში, დამთავრა, წორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი, რომელმაც შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის, სრულიან უნიკალური პოემა ვეფხისტყაოსანი.  პიროვნება კი რომელიც შესაძლოა მას შევადაროთ შექსპირი გახლდათ და ის მე-16საუკუნეში მოღვაწეობდა.

ასევე, დღეს გვესმის რომ ჩვენ ვართ ზარმაცი  ერი, რაც კიდევ ერთი აბსურდია, რადგან მთელი ჩვენი ისტორია, ეს შრომა და ბრძოლაა, წინაამდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა, საქართველო არ ჩაეყლაპათ დიდი ქვეყნებს, და მას დღევანდელობამდე მოეღწია. ხშირად გვსმენია რომ ქეიფი და დალევა ეს ჩვენი ქართველების საქმეა, რომელიც სისხლში გვაქვს გამჯდარი, მაგრამ ამის მთქმელნი მწარედ ცდებიან, რადგან ძველად საქართველოში, სუფრაზე მხოლოდ სამი სადღეგრძელო ისმებოდა( უფლის, სამშობლოს და მეფის) და მით სუფრის ოფიციალური ნაწილი სრულდებოდა, თამადა კი მღვდელი გახლდათ.

რა შეიცვალა ამის შემდგომ, და რატომ ვართ დღეს ესეთები, ?? შეიცვალა ის რომ განვითარების მაღალი საფეხურის შემდეგ ჩვენ დაგვიპყრო, ერთმორწმუნე, მაგრამ განუვითარებელმა, რუსეთმა. რუსეთმა როგორც რეგრესის წყარომ.   მოხდა ჩვენი მოწყვეთა განვითარებული სამყაროსგან, მან გარკვეულ ბლოკადაში მოგვაქცია ჩვენ, და გვაიძულა მიგვეღო არასწორი სწორად. გაგვეთავისებინა, ის რაც მათი იყო და არა ჩვენი.  რუსეთმა როგორც ერი ჩვენ გადაგვარჩნა რადგან რომ არა ის ოსმალეთი ჩაგვყლაპავდა, მაგრამ მან დაგვიკარგა ფუნქცია, და ყველაზე მნიშვნელოვანი, დავკარგეთ თვითმყოფადობა, დავკარგეთ იდენტობა და დღემდე არ ვიცით ვინ ვართ რა გვინდა. მათი სტერეოტიპი იმის შესახებ რომ ჩვენ ვართ მსმელი უდარდელი ზარმაცი ერი, სწრაფად გავითავისეთ და არ გვსურს ამ მოსაზრების უკუგდება, არადა მერწმუნეთ მსოფლიოში ძნელად თუ მოძებნით იმ ერს რომელსაც თავის ისტორიის მანძლზე ჩვენზე მეტი დარდი და შრომა ჰქონოდა. ყველაზე დიდი პრობლემა კი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა დეფიციტია.  ესა კი  ის პრობლემაა რომელიც არასდროს ჰქონია საქართველოს, რათქმაუნდა ყველა მეფე არ იყო იდეალური, მაგრამ ყველას ძლიერ უყვარდა სამშობლო, აქ მხოლოდ დემეტრე მე-2ს. ვახსენებ, რომელიც ნათელი მაგალითია თუ რაოდენ დიდი იყო იმ დროს სამშობლოს სიყვარული, მხოლოდ დიად პიროვნებებს შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე გამიზნულად, წინასწარ განძრახულად  გაწირონ, სამშობლოს და სხვათა სანაცვლოდ.  მე კი მსურს სწორედ ესეთები, სამყაროზე უზომოდ შეყვარებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ვიყოთ,  კვლავ გაიზარდოს თაობა რომელიც იტყვის, მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს.

ბოლოს კი მინდა გითხრათ და იცოდეთ, რომ მე თქვენ არ გარიგებთ, არც გკიცხავთ, რადგან ამის უფლება მე მდაბალს არ მაქვს, მხოლოდ მინდა ხმამაღლა გითხრათ, რომ აიღეთ წიგნი, წაიკითხეთ საქართველოს, ისტორია, გულდასმით, გულისყურით, და დაამსხვრიეთ ის მითები და სტერეოტიპები, რომელიც ქართულად საღდება დღეს, და ის დაუმახინჯებლად გადაეცით თქვენს შვილებს, წაიკითხეთ! დაინახავთ, რომ ის რასაც დღეს ესე გულმოდგინებით გვასწავლიან რომ  ქართულია და  ჩვენია, რეალურად სულაც არაა ჩვენი, და ის არაა იმ ქართველობის ლოგიკური გაგრძელება, რაც ჩვენ გვქონდა. ყოველივე ის კი რასაც დღეს მსოფლიო გვასწავლის,  სამწუხაროდ კარგად დავიწყებული წარსულია. რომელიც თითქოს, შეგნებულად, გამიზნულად დავივიწყეთ. ჩავუღრმავდეთ ჩვენს ისტორიას, და დავინახავთ თუ ვინ ვართ დღეს და ვინ უნდა ვიყოთ…

509 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში