Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კსუ-ის სტუდენტებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 ლარზე მეტი შეაგროვეს

კსუ-ის სტუდენტებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 ლარზე მეტი შეაგროვეს
June 17
11:46 2015

11148582_993205084036631_6133984053394810975_n15 და 16 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-11 საჯარო სკოლის აბიტურიენტებიც.

როგორც უნივერსიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, საქველმოქმედო აქცია მეტრო სადგურ სადგურის მოედანზე ჩატარდა და 2 დღის მანძილზე შემოსული თანხის ოდენობა 5 000 ლარს გადასცდა.

,,ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ სტიქიით დაზარალებული მოსახეობისთვის თანხის შეგროვებას. “თბილისში ცრემლები წვიმს”- აღნიშნულია განცხადებაში.

თუმცა სტუდენტების მიერ განხორციელებულ ღონისძიებას მცირედი დაპირისპირება მოჰყვა სტუდენტებსა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შორის.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მათ საქველმოქმედო აქციის ჩატარებაზე უარი უთხრეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მსგავსი სახის ნებისმიერი აქციის გამართვა ეწინააღმდეგება თბილისის მეტროპოლიტენის ექსპლუატაციის წესებს და ხელს უშლის მგზავრების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

,,აქციის მონაწილეებმა მაინც ჩაატარეს სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო კონცერტი და ისედაც გადატვირთულ მეტროპოლიტენში კიდევ უფრო მეტად შეაფერხეს მოქალაქეების გადაადგილება მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იზიარებს აქციის ძირითად მესიჯს – დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების გასამართად შეარჩიონ სხვა ადგილმდებარეობა,” – აღნიშნული იყო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.11052493_931742916849130_8813326969657190042_o

თუმცა მოგვიანებით კონცერტის ორგანიზატორებსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის მოხდა შეთანხმება და საქველმოქმედო კონცერტი გაგრძელდა. 

,,საბოლოოდ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორისგან მივიღეთ ნებართვა საქველმოქმედო აქციის ჩატარებაზე, თუმც
ა დაცული უნდა ყოფილიყო სხვადასხვა პუნქტები. აქციის მონაწილეები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეცვათ შეთანხმება.. შესაბამისაც მეტროპოლიტენის თანამშრომლებისაგან და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აღარ ყოფილა რაიმეს სახის აკრძაალვა . მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვადგინოთ ყოველივე ზემოთ თქმულის დამადასტურებელი მასალები.

პ.ს. აქვე გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მეტროპოლიტენის ადმინისტრაციას და მის თანამშრომლებს, მათან ერთად კი პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მთელი აქციის განმავლობაში გამოხატავდნენ ჩვენს მხარდაჭერას,” – აღნიშნულია კსუ-ის თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზე. 

632 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში