თსუ დასკვნითი გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სტუდენტური ცხოვრება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასკვნითი გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

დედაქალაქში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები საგამოცდო ცენტრსა და რესურსცენტრებში, ასევე სასწავლო კორპუსებში, გაიმართება 22 ივნისი – 17 ივლისის პერიოდში.

გამოცდების ახალი განრიგი აისახება თქვენს ბაზაში sms.tsu.ge – ზე,” – აღნიშნულია უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ 15, 16 და 17 ივნისს დაგეგმილი გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტმა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები