ვაკანსია ,,სტუდენტური ამბების” რედაქტორის პოზიციაზე

დასაქმება

საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი „არის ჯი“ აცხადებს ვაკანსიას „სტუდენტური ამბებისთვის“ რედაქტორის პოზიციაზე და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ჟურნალისტიკაში, განიხილება დამამთავრებული კურსის /მაგისტრატურის სტუდენტიც;
  • გამოცდილება ახალი ამბების მომზადებასა და სტატიების წერაში ჩაითვლება უპირატესობად;
  • კანდიდატ იუნდა იყოს სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი.


ყურადღება!  სამოტივაციო წერილში მოგვწერეთ ზოგადი, მოკლე სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ხედავთ  studinfo.ge -ს ვებ-გვერდის განვითარების ეტაპებს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, განაცხადი სამოტივაციო წერილის გარეშე არ განიხილება

საქმიანობისაღწერა:

სტრატეგიის შემუშავება, ჟურნალისტებთან კოორდინაცია – დავალების მიცემა, მათ მიერ მოძიებული თემის გაანალიზება, დამუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა, მიღებული მასალის რედაქტირება და ინტერნეტში განთავსება, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 500800 ლარამდე (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 2015

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათით მისამართზე – sales@aris.ge.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები