გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვინაობა ცნობილია

კონკურსები

25 ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა “საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში” კონკურსის  მესამე ეტაპი – საჯარო სიტყვით გამოსვლა.

კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა რეგლამენტით განისაზღვრული 5 წუთის განმავლობაში წარმოადგინეს თავისი საჯარო გამოსვლა თემაზე  „ How can young people become leaders of today?”

კონკურსის სამივე ეტაპზე მიღებული ქულების დაჯამებით გამოვლინდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში – მარიამ სიხარულიძე.

პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით  ახორციელებს.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 20 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.

შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება.

2012-2014 წლების გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები არიან : გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი და ლაშა შაყულაშვილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები