გერმანიაში სასწავლებლად სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა

გაცვლითი პროგრამები

ევროპული სასტიპენდიო პროგრამა “Educaton for Democracy” 2015-2016 აკადემიური სასწავლო წლისათვის აცხადებს ორ სასტიპენდიო ადგილს პასაუს (PASSAU) უნივერსიტეტში (გერმანია).

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის მქონე სტუდენტებს, რომლებიც ინტერესდებიან აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური პრობლემატიკით ან არიან აღნიშნული რეგიონის წარმომადგენლები და ასევე, აინტერესებთ საერთო პრობლემატიკა – „სეპარატიზმი“. სტიპენდიის (ყოველთვიურად- 660 ევრო) ხანგრძლივობაა ათი თვე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  1. კანდიდატმა სწავლა უნდა განაგრძოს პასაუს უნივერისტეტში;
  2. ფლობდეს გერმანულ ენას მაღალ დონეზე;
  3. უნდა ჰქონდეს კავშირი ამ რეგიონებთან (წარმომავლობა, საცხოვრებელი ადგილი) ან დაინტერესებული უნდა იყოს აღნიშნული კონფლიქტებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებათ აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაცია გერმანულ ენაზე:

  1. სამოტივაციო წერილი (დაახლოებით A 4 ორი ფურცელზე), სადაც აპლიკანტი აღწერს თავის სოციალურ და საზოგადოებრივ დაინტერესებას, სტიპენდიის მიღების მიზეზსა და სამომავლო გეგმებს;
  2. ინფორმაცია აფხაზეთთან და ოსეთთან ინტერესის შესახებ, ამ რეგიონებთან თავისი პირადი კავშირის შესახებ;
  3. ტაბელური CV, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ოჯახური მდგომარეობა, სკოლის და სწავლის მიმართულების შესახებ, სპეციალობა, რომელზეც კანდიდატი პასაუს უნივერსიტეტში ჩაირიცხება , პიროვნული აქტივობები;
  4. გერმანული ენის ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტები (სერთიფიკატები და ა.შ.);
  5. პიროვნული საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი …);
  6. ნიშნების ფურცელი უნივერისტეტიდან;
  7. სკოლის ატესტატი;
  8. ორი სარეკომენდაციო წერილი: უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლისაგან, დამსაქმებლისგან;

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ივლისი

დოკუმენტაცია და დამატებითი კითხვები შეგიძლიათ  გაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: nana.berulava@hotmail.com

არასრული დოკუმენტები არ განიხილება

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები