სტარტაპ ბანაკი ახალგაზრდებისთვის ხორვატიაში

გაცვლითი პროგრამები

რიეკის უნივერსიტეტი, ხორვატია (University of Rijeka) იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სტარტაპ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ბანაკის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა მეწარმეებს თავიანთი ბიზნესიდეების განხორციელებაში. მონაწილეებს ხელმძღვანელობას გაუწევენ ამერიკელი და ხორვატიელი წარმატებული მეწარმეები. 

სტარტაპ ბანაკი გაიმართება რიეკის უნივერსიტეტის ბაზაზე, 2-6 სექტემბერს.

5 დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონთ თავიანთი ბიზნესიდეები. მათ ასევე ჩაუტარდებათ ლექციები, სემინარები  და ჩაერთვებიან ჯგუფურ სამუშაოებში.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მენტორებთან ინდივიდუალური მუშაობის შედეგად მონაწილეები შეძლებენ უკეთ ჩამოაყალიბონ და განსახორციელებლად გაამზადონ თავიანთი ბიზნესიდეები.

საბოლოო ჯამში კი კომპეტენტური პირები შეაფასებენ და გამოავლენენ საუკეთესო ბიზნესიდეას. გამარჯვებულს გადაეცემა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზები.

სულ ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 ახალგაზრდა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ საპლიკაცო ფორმა. 

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 20 ივლისი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბანაკის ოფიციალურ ვებგვერდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები