Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 ინტერნეტრესურსი უცხო ენების შესასწავლად

5 ინტერნეტრესურსი უცხო ენების შესასწავლად
July 15
17:34 2015

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა ელექტრონული სწავლების მეთოდები. შესაბამისად ბევრი ადამიანი, ვისაც უცხო ენის შესწავლა სურს, თუნდაც სასაუბრო დონის, ხშირად მიმართავენ ინტერნეტრესურსებს მათთვის სასურველი ენის შესასწავლად.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ასე რომ თუ თქვენც გაქვთ სურვილი შეისწავლოთ რომელიმე უცხო ენა, თანაც უფასოდ, გთავაზობთ ინტერნეტრესურსებს, სადაც თქვენ მიერ არჩეული ენის შესწავლაში აუდიო და ვიზუალური მასალა დაგეხმარებათ.

1. Busu

ამ საიტის დახმარებით თქვენ გაიმდიდრებთ ლექსიკას, შეისწავლით ახალ სიტყვებსა და ფრაზებს, საშუალება გექნებათ გააკეთოთ სავარჯიშოები, მოუსმინოთ აუდიოჩანაწერებსა და დიალოგებს. ყოველივე ეს კი დაგეხმარებათ აღიქვათ უცხო სიტყვები როგორც ვიზუალურად, ისე სმენით, რაც უფრო მეტად გაგიადვილებთ შესწავლის პროცესს.

2. Duolingo

ეს საიტი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რესურსია ინტერნეტში, საიდანაც შეგიძლიათ უფასოდ შეისწავლოთ უცხო ენები. საიტზე არსებული სავარჯიშოებით თქვენ შეძლებთ უცხო სიტყვებით შეადგინოთ მარტივი წინადებები. საიტზე ასევე საშუალება გაქვთ გაიუმჯობესოთ წერის, სმენის, კითხვის და სასაუბრო უნარები, რომლებიც თქვენ მიერ არჩეული ენის შესასწავლად აუცილებლად გჭირდებათ.

3. Babbel

საიტი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რესურსი უცხო ენების შესასწავლად. აქ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ: ფრანგული, თურქული, ინგლისური, გერმანული, ესპანური, შვედური, იტალიური, პოლონური, ნორვეგიული და სხვა ენები.

4. Foreign Services Institute 

აღნიშნულ საიტზე ხელმისაწვდომია ენის შესასწავლად საჭირო მასალები, რომლებიც შემუშავებულია პროფესიონალი ლინგვისტების მიერ. ამ საიტზე ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ აფრიკული ენები.

5. Livemocha

საიტზე ოთხივე კომპონენტი, წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა, დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად. ასე რომ თქვნე შეგიძლიათ თქვენთვის საუსრველი კომპონენტი შეარჩიოთ და ის უნარები გაიუმჯობესოთ, რომელშიც ყველაზე მეტად გიჭირთ ან ხარვეზების გამოსწორება გსურთ.  რესურსი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ დაახლოებით 35 ენა.

7,235 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში