Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები პოლონეთში

სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები პოლონეთში
July 18
18:45 2015

დედოფალ იადვიგას ფონდი (Queen Jadwiga Fund) აცხადებს კონკურსს სადოქტორო და კვლევით სტიპენდიებზე ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთათვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან.

პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატებს საშუალება ექნებათ განახორციელონ კვლევითი პროექტები იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

სტიპენდია შეადგენს 1500 ზლოტს თვეში. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს გამარჯვებულ კანდიდატთა განთავსებას სტუდენტურ საცხოვრებელში და ჯანმრთელობის დაზღვევას კრაკოვში ყოფნის პერიოდში. სტიპენდია გაიცემა 1-დან 6 თვემდე ვადით. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაგეგმილ კვლევით პროექტზე.

სააპლიკაციო საბუთებია:

  • განაცხადის ფორმა (იხ. ქვემოთ მითითებულ ბმულზე)
  • აპლიკანტის CV
  • კვლევის გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს კრაკოვში
  • ინფორმაცია აპლიკანტის აკადემიური საქმიანობის შესახებ
  • აპლიკანტის პუბლიკაციების ჩამონათვალი
  • სარეკომენდაციო წერილი იაგელონიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონტაქტო პირის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადების მიღება დასრულდება 2015 წლის 10 სექტემბერს.

522 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში